გაყიდვების მენეჯერი
Job description
დეველოპერული კომპანია "ტერაკონი " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში . კომპანიის შესახებ: ტერაკონი დეველოპერული კომპანია, რომელიც გონივრული და პრაქტიკული სივრცითი გადაწყვეტილებების დახმარებით, ქმნის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ პროექტებს რომლებიც გამოირჩევა ფუნქციურობით, უსაფრთხოებითა და კომფორტით. ტერაკონში გვჯერა, რომ ყელაფერი დეტალებზე ზრუნვით იწყება. სწორად შერჩეული ლოკაცია, გააზრებული სივრცეები, ხარისხიანი სამშენებლო მასალები და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურ, უნდა პასუხობდეს ერთ მთავარ ღირებულებას - ადამიანს და მის საჭიროებებს. ჩვენ შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://www.terracon.ge/ https://www.facebook.com/terracon.ge სამუშაო პირობები: ** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკები 10:00 - 19:00 ** შაბათი 11:00 - 15:00 ** სამუშაო ადგილი: ბათუმი, ვაჟა ფშაველას 11-13 ძირითადი მოვალეობები: ** შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და მომხმარებელთა კონსულტაცია; ** გამავალი ზარების განხორციელება და პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია; ** კომპანიის პროექტების პრეზენტაცია დისტანციურად და პირისპირ; ** მომხმარებლის მხარდაჭერა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ** შეხვედრების დაგეგმვა ოფისსა და სამშენებლო მოედანზე; ** მომხმარებლის კოორდინაცია ბანკის წარმომადგენლებთან დაფინანსების პროცესში; ** მომხმარებლის კითხვებზე ამომწურავი და პროფესიონალური პასუხების გაცემა; ** ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება გაყიდვის პროცესის დასრულების ეტაპზე; ** CRM სისტემაში მომხმარებელთა მონაცემების აღრიცხვა და განახლება; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების, დეველოპერულ ან მონათესავე სფეროში; ** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა (სავალდებულო) ** MS Office-ის პროგრამების და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიული ეთიკა; ** შედეგზე ორიენტირებულობა და გაყიდვების ძლიერი მოტივაცია; ** ორგანიზებულობა, დროისა და პროცესების ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და ყოველთვიურ გაყიდვების ბონუსს; ** თანამედროვე, კომფორტულ და კეთილმოწყობილ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და კარიერულ ზრდას; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახ ელება