გაყიდვების მენეჯერი
Job description
შპს "გოლდ პაკი" დაარსდა 2010 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა საკვებისა და ინდუსტრიული შესაფუთი მასალის, ასევე ჰიგიენური საშუალებების საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს საქართველოს მასშტაბით და თავის მომხმარებელს სთავაზობს 1500-ზე მეტი დასახელების პროდუქციას. "გოლდ პაკი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში . ფუნქცია-მოვალეობები: მომხმარებელთათვის პროდუქციის გაცნობა და შეთავაზების გაკეთება. არსებულ მომხმარებლებთან გაყიდვების შენარჩუნება. ახალი მომხმარებლების მოძიება და გაყიდვების ზრდა. უშუალო ხელმძღვანელთან ერთად სხვადასხვა ამოცანების შესრულება და რეპორტინგი. პიროვნული თვისებები/უნარები: მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული; ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი; ორგანიზებული და პუნქტუალური დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია გამართული კომუნიკაციის უნარი; სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილი დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი და შესაბამისი ქალაქი.