გაყიდვების მენეჯერი
Job description
" ავტო იმპორტ ჯორჯია " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტი საქართველოში. ასევე აწარმოებს ექსპორტს და რეექსპორტს. ძირითადი ქვეყნებია: ამერიკა, კორეა, იაპონია, ევროპის ქვეყნები, ჩინეთი. 2018 წლიდან არის უმსხვილესი კორეული კომპანიის http://www.Autowini.com ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 40 თანამშრომელი. კომპანია, მუშაობს როგორც B2C, ასევე B2B გაყიდვებზე. ზოგადი უპირატესობა: ** ყველაზე მსხვილი ავტო იმპორტიორი კომპანია სამხრეთ კორეიდან. ** ყველაზე მსხვილი, კორეული მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Autowini.com-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ** ყველაზე მსხვილი, ჩინური მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Guazi.com- ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. მოვალეობები: ** პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება, ** პროდუქტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და გაყიდვების ეფექტური პროცესისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება; ** მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად ავტომობილების შერჩევა, შეძენა სტოკსა და ავტო აუქციონებზე; ** კომპანიის მიერ დამტკიცებული გაყიდვების გეგმის შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია ავტო იმპორტიორ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; ** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ** გაყიდვების და მოლაპარაკების უნარები ** მაღალი სერვისული კულტურა: მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და პროფესიონალიზმი; სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი სამუშაო საათები: 10:00-18:00 ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი 3500 -4500 ₾ საშუალოდ. ბონუსის რაოდენობა შეზღუდული არ არის, დამოკიდებულია გაყიდვების მენეჯერის გამოცდილებაზე. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი". გისურვებთ წარმატებას!