გაყიდვების მენეჯერი
Job description
შპს პისიშოპ.ჯი, კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების ციფრული ტექნიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/ კომპანია „პისიშოპ.ჯი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი ხელფასი: ფიქსირებული NET 900 + ბონუსი(კვარტლური) სამუშაოს აღწერა და მოვალეობები: მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება; მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა და დოკუმენტაციის შედგენა; პროდუქციის შესწავლა და მომხმარებლისთვის გაცნობა; გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა; ახალი კლიენტების მოძიება და მუდმივი უკუკავშირი მათთან; ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა; ფასმაჩვენებლების კონტროლი; სავაჭრო ობიექტში პროდუქციის წარმოჩენაზე ზრუნვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; სასურველია ციფრული ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა; აუცილებელია ინგლისურო ენის ფლობა და სასურველია რუსული ენების ცოდნა. პიროვნული თვისებები: შრომისმოყვარება; კომუნიკაბელურობა; ენერგიულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; პუნქტუალურობა; პრეზენტაბელურობა; მოტივირებულობა; თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: სწავლას და კარიერულ წინსვლას; ჯანმრთელობის დაზღვევას; მეგობრულ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურის ველში.