TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების მენეჯერი

tivi Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 12h ago apply by Aug 13, 2026

Job description

ვაკანსია - გაყიდვების მენეჯერი (ტურისტული მიმართულება) გინდა, რომ შენი შემოსავალი შენს შედეგებზე იყოს დამოკიდებული? თუ გაქვს ტურისტულ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება, ძლიერი პროფესიული ქსელი და გაყიდვების განვითარების უნარი, ეს შესაძლებლობა შენთვისაა. ჩვენ ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს მტკვარზე არსებული ჩვენი კატერებისა და გასართობი ტურისტული სერვისების გაყიდვების განვითარებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ძირითადი მოვალეობები: ** ტურისტულ სააგენტოებთან აქტიური თანამშრომლობის განვითარება; ** ახალი პარტნიორების მოძიება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება; ** სასტუმროებთან, გიდებთან, ტურისტულ მძღოლებთან და კორპორაციულ კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია; ** გაყიდვების ახალი არხების შექმნა და განვითარება; ** გაყიდვების გუნდის კოორდინაცია და შედეგების მართვა; ** გაყიდვების გეგმების შესრულება და გადაჭარბება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ტურისტულ სფეროში წარმატებული მუშაობის გამოცდილება; ** აქტიური კონტაქტები ტურისტულ სააგენტოებთან, სასტუმროებთან, გიდებთან და ტურისტულ მძღოლებთან; ** გაყიდვებისა და მოლაპარაკებების გამორჩეული უნარები; ** გუნდის მართვის გამოცდილება; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ინიციატივა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და პროცესების ეფექტურად მართვის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას; ** მაღალ საკომისიოს განხორციელებული გაყიდვებიდან; ** საშუალო ყოველთვიურ შემოსავალს - 3, 000+ ლარს ; ** შეუზღუდავი შემოსავლის შესაძლებლობას — რაც უკეთესი შედეგი, მით მაღალი ანაზღაურება. ** თუ მხოლოდ ფიქსირებულ ხელფასს ეძებ, ეს პოზიცია, შესაძლოა, შენთვის არ იყოს. თუ გიყვარს გაყიდვები, მარტივად აყალიბებ პარტნიორულ ურთიერთობებს და გსურს, შენი შედეგები პირდაპირ აისახოს შენს შემოსავალზე — გელოდებით ჩვენს გუნდში! შემოგვიერთდი და გახდი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტურისტული გამოცდილების შემქმნელი გუნდის წევრი [email protected]