გაყიდვების მენეჯერი
Job description
" ინტელკომ ჯგუფი ", IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://intellcom.net/ka/company/ ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებელთან კომუნიკაცია: ** გაყიდვების პროცესების მართვა; ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან არასრული განათლება; ** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ანაზღაურება და ბენეფიტები: ** ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარამდე, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად + ბონუსი; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** რეგულარული კორპორაციული ღონისძიებები; სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით; ** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი); ** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე [email protected] და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი". გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.