TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების მენეჯერი

x-company Georgia ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

ჩვენი ჰოლდინგი ეძებს კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ გაყიდვების მენეჯერს , რომელიც იმუშავებს მომხმარებლებთან, მიიღებს შეკვეთებს და უზრუნველყოფს შეკვეთის პროცესის სრულყოფილად მართვას. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ელექტრონიკა, მუსიკალური ინსტრუმენტები, საკვები დანამატები და სხვა პროდუქტები. შესაბამისად, პოზიცია მოითხოვს მოქნილობას, სწავლის სურვილს და სხვადასხვა ტიპის პროდუქტის სწორად წარდგენის უნარს. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლებთან წერილობითი და სატელეფონო კომუნიკაცია ** პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია ** მომხმარებლის საჭიროებების გაგება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება ** შეკვეთების მიღება და გაფორმება ** შეკვეთების შიდა პროგრამაში სწორად შეყვანა ** შეკვეთის ჩაბარების პროცესის კონტროლი ** კურიერებთან ან მიწოდებაზე პასუხისმგებელ პირებთან კომუნიკაცია ** მომხმარებლისთვის შეკვეთის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ** გაყიდვების პროცესში წარმოქმნილი საკითხების დროული მოგვარება ** მომხმარებელთან პოზიტიური და პროფესიონალური ურთიერთობის შენარჩუნება სასურველი უნარები და გამოცდილება: ** გაყიდვების ან მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა ** დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი ** სწრაფად სწავლისა და სხვადასხვა პროდუქტზე ინფორმაციის ათვისების უნარი ** სტრესულ სიტუაციებში მშვიდად და ეფექტურად მუშაობის უნარი ** კომპიუტერთან და სამუშაო პროგრამებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა ** გუნდური მუშაობის უნარი სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსები (ნავაჭრის 1-1.5%) ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე ** სამუშაო დრო: დღეში 8 საათი ** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან ** მიმართულება: სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტების გაყიდვები ** სამუშაო გარემო: დინამიკური, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს ** მრავალფეროვან პროდუქტებთან მუშაობის შესაძლებლობას ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს ** გაყიდვებისა და კომუნიკაციის უნარების პრაქტიკულად განვითარებას დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი".