TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების მენეჯერი

blox Georgia ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Jul 26, 2026

Job description

დეველოპერული კომპანია " ბლოქსი " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ბლოქსი (blox.ge) 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე და ქმნის თანამედროვე, კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს მაღალი ხარისხის სტანდარტებით. ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2 დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (არაუმეტეს 40 საათისა კვირაში) სამუშაო გრაფიკი: ** ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 18:00 ** შაბათი: 11:00 - 15:00 ** შესვენება: 1 საათი ძირითადი მოვალეობები ** კომპანიის საცხოვრებელი და კომერციული ფართების გაყიდვა; ** პოტენციური კლიენტების მოძიება, მონაცემების ანალიზი და ეფექტური მართვა; ** კლიენტებთან კომუნიკაცია, შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება; ** კომპანიის პროექტებისა და ობიექტების პრეზენტაცია; ** მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების წარმატებით დასრულება; ** შეთავაზებებისა და კომერციული წინადადებების მომზადება; ** CRM სისტემაში კლიენტთა ბაზის მართვა და განახლება; ** გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება; ** მარკეტინგულ და გაყიდვით აქტივობებში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** უპირატესობა მიენიჭება უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილებას; ** უძრავი ქონების ბაზრის ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელია); ** MS Office-ის პროგრამების ცოდნა; ** ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ ** ფიქსირებულ ანაზღაურებასა და შედეგებზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; ** თანამედროვე, მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს. განაცხადის წარდგენის წესი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ: გაყიდვების მენეჯერი. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 26 ივლისი პერსონალური მონაცემების დამუშავება: თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ ვაკანსიასთან დაკავშირებული შერჩევის პროცესის მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.