გაყიდვების მენეჯერი
Job description
HR აუთსორსინგული კომპანია One Point პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ** ინდუსტრია: ინტერიერის აქსესუარების იმპორტი და რეალიზაცია ** სამუშაო ადგილი: თბილისი ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ ** სუბორდინაცია: პოზიცია ანგარიშვალდებულია დირექტორთან დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს კარის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის კარის სახელურებს, საკეტებს, ცილინდრებსა და სხვა აქსესუარებს, საცხოვრებელი და კომერციული ობიექტებისთვის. პოზიციის აღწერა: საცალო შოურუმის გაყიდვების მენეჯერი არის კომპანიის სახე და პრემიუმ პროდუქტის ექსპერტი, რომელიც ეფექტურად წარმოადგენს პროდუქტის ღირებულებას და უზრუნველყოფს გაყიდვების პროცესის სრულყოფილ მართვას. ახდენს მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირებას და გარიგების წარმატებით დახურვას. ძირითადი ამოცანები: ** შოურუმის ვიზიტორების შეხვედრა, კონსულტაცია და გარიგებების დახურვა; ** შემომავალი ლიდების დამუშავება ყველა არხიდან (სოციალური ქსელები, სატელეფონო ზარები); ** კლიენტების ტექნიკური საჭიროებების გამოვლენა (ღიობების ზომები, გაღების ტიპები, მოპირკეთება); ** რთული სპეციფიკაციების დათვლა, Excel-ში კალკულაციების შედგენა და კომერციული წინადადებების მომზადება; ** გარიგების სრული თანხლება: კომპლექტაციის შეთანხმება დამხმარე ოსტატებთან/დიზაინერებთან, ხელშეკრულებების ხელმოწერა, ავანსისა და საბოლოო გადახდის კონტროლი; ** ინტერიერის დიზაინერებთან და არქიტექტორებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება; ** საჭიროების შემთხვევაში - ობიექტებზე ვიზიტი ზომების გადასამოწმებლად და ადგილზე პარტნიორებთან შეხვედრისთვის; ** მუშაობა, როგორც საბოლოო მომხმარებლებთან (B2C), ასევე: ინტერიერის დიზაინერებთან, არქიტექტორებთან, დამხმარე ოსტატებსა და სამშენებლო კომპანიებთან (B2B). საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1.5 წლიანი გამოცდილება; ** ინტერიერის დიზაინერებთან და არქიტექტორებთან მუშაობის გამოცდილება; ** საბაზისო ნახაზებისა და კარების გაღების გეგმების კითხვის უნარი; ** საბაზისო სამშენებლო პრინციპების ცოდნა; ** რუსული ენა- სამუშაო დონეზე; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა, პროაქტიულობა და გაყიდვების მაღალი მოტივაცია; ** დეტალების მიმართ მაღალი ყურადღება და ორგანიზებულობა. პირობები: ანაზღაურება: ფიქსირებული 1, 500 (NET) და ბონუსი დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარე რეზიუმე ელ.ფოსტაზე - [email protected] და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას! თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით. One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.