გაყიდვების მენეჯერი
Job description
სასტუმრო "Astoria Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** კორპორატიული და ტურისტული სეგმენტებისთვის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართულობა; ** ახალი კორპორატიული კლიენტების, ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება; ** მოლაპარაკებების წარმოება ხელშეკრულებებზე, ტარიფებზე, პაკეტებსა და სპეციალურ შეთავაზებებზე; ** გაყიდვების გეგმების შესრულების კონტროლი და შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა; ** ბაზრის, კონკურენტების და მოთხოვნის ტენდენციების ანალიზი კორპორატიულ და ტურისტულ მიმართულებებში ** თანამშრომლობა მარკეტინგის, რეზერვაციისა და ფრონტ ოფისის გუნდებთან ეფექტური გაყიდვების უზრუნველსაყოფად ** გაყიდვების პროცესის მართვა ჩვენს სისტემაში და კლიენტთა ბაზის განახლება; ** გაყიდვების ანგარიშების, პროგნოზებისა და პერიოდული რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის; ** სასტუმროს სერვისების პროფესიული პრეზენტაცია შეხვედრებსა და ბიზნეს-ღონისძიებებზე; ** სასტუმროს ბრენდის პოზიციონირება და ცნობადობის ზრდა კორპორატიულ და ტურისტულ ბაზარზე. ძირითადი მოთხოვნები: ** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (გასაუბრება ჩატარდება ქართულად, ინგლისური და რუსული კომპონენტებით); ** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე. ჩვენ გთავაზობთ: ** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის; ** ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას; ** კვებით უზრუნველყოფას ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭონქაძის 21 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და თვლით, რომ კომპეტენციები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] . წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, ეთანხმებით, რომ გაეცანით აღნიშნულ პირობას და თანხმობას აცხადებთ, რომ 1 წლის განმავლობაში შევინახავთ და დავამუშავებთ თქვენ მიერ გაზიარებულ ინფორმაციას ჩვენს ორგანიზაციაში დასაქმების მიზნით.