გაყიდვების მენეჯერი
Job description
სასტუმრო ინდუსტრიაში მოქმედი კომპანია ეძებს მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ გაყიდვების მენეჯერს , რომელიც აქტიურად ჩაერთვება გაყიდვების ზრდასა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაში. ძირითადი მოვალეობები: ახალი კორპორატიული კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება; სასტუმროს მომსახურებების ეფექტური გაყიდვა და პრეზენტაცია; კორპორატიულ და ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობის განვითარება; მოლაპარაკებების წარმოება და კომერციული შეთავაზებების მომზადება; გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების ანალიზი; ბაზრის კვლევა და ახალი ბიზნესშესაძლებლობების იდენტიფიცირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; სასტუმრო ან ტურიზმის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); MS Office-ის პროგრამების ცოდნა; მოლაპარაკებების, გაყიდვებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ ანაზღაურებას; ბონუსურ სისტემას შესრულებული შედეგების მიხედვით; პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 28 აგვისტო.