გაყიდვების მენეჯერი
Job description
Tekto Group — სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტებს შავი ზღვის სანაპიროზე, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოთხოვნები: გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; სამშენებლო ან უძრავი ქონების სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე; ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება სასურველია. ძირითადი მოვალეობები: საერთაშორისო კლიენტებთან კომუნიკაცია; გაყიდვების პროცესის სრული მართვა; კლიენტების კონსულტაცია და მოთხოვნებზე მორგებული შეთავაზებების მომზადება; CRM სისტემაში მუშაობა და გაყიდვების მიზნების შესრულება. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსი); ანაზღაურებად ტრენინგებსა და პროფესიულ განვითარებას; კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას; თანამედროვე და მეგობრულ სამუშაო გარემოს. სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქუჩა N4 დასაქმება: სრული განაკვეთი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: [email protected]