TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი - IT/ტექნოლოგიური მიმართულება

გაყიდვების მენეჯერი - IT/ტექნოლოგიური მიმართულება

IT Connect თბილისი ქართული
Posted Jul 21, 2026 1 day ago apply by Aug 19, 2026

Job description

კომპანია IT Connect აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერი (IT/ტექნოლოგიური მიმართულება) გრაფიკი: 5/2, 10:00-19:00 მდებარეობა: თბილისი, ვაკე ძირითადი მოვალეობები: კორპორატიული (B2B) მომხმარებლების მოძიება, პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და მართვა; ტექნოლოგიური პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვების სრული ციკლის მართვა; მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შეთავაზება; კომერციული შეთავაზებების, პრეზენტაციებისა და ხელშეკრულებების მომზადება; მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება; გაყიდვების მიზნობრივი მაჩვენებლების შესრულება და შედეგების რეგულარული მონიტორინგი; ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი; გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და CRM სისტემის ეფექტიანი მართვა; ტექნიკურ და საოპერაციო გუნდებთან კოორდინაცია მომხმარებლის მოთხოვნების სრულყოფილად დასაკმაყოფილებლად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მსგავსი მიმართულებით; B2B გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (ტექნოლოგიურ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); გაყიდვების პროცესის მართვისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის გამოცდილება; ⁠CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ინგლისური ენის კარგი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ტექნოლოგიური პროდუქტებისა და სერვისების საბაზისო ან კარგი ცოდნა; მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის კარგი უნარები; ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა. დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).