---
title: გაყიდვების მენეჯერი / ფილიალების კოორდინატორი
description: "Burtbushela" - 2-7 წლის ბავშვების საფეხბურთო განვითარების აკადემია, რომელიც უკვე 3 ფილიალს აერთიანებს, ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს გაყიდვების მენეჯერის / ფილიალების კოორდინატორი
---

# გაყიდვების მენეჯერი / ფილიალების კოორდინატორი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-08-07  
**Apply by:** 2026-09-07

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=743150)

## Job description

"Burtbushela" - 2-7 წლის ბავშვების საფეხბურთო განვითარების აკადემია, რომელიც უკვე 3 ფილიალს აერთიანებს, ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს გაყიდვების მენეჯერის / ფილიალების კოორდინატორის პოზიციაზე. სამუშაო პროცესი: აგვისტოს თვეში კანდიდატის ძირითადი მოვალეობა იქნება: ** მშობლებთან აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია; ** ცივი და თბილი ლიდების დამუშავება; ** საცდელ ვარჯიშებზე ბავშვების ჩაწერა; ** სექტემბრის ჯგუფების შევსება და გაყიდვების განხორციელება. სექტემბრიდან კანდიდატი დამატებით: ** იმოძრავებს ორ ფილიალში (ვარკეთილი და საბურთალო); ** გააკონტროლებს ფილიალების ყოველდღიურ პროცესებს; ** დაეხმარება მწვრთნელებსა და ადმინისტრაციას მიმდინარე საკითხების მოგვარებაში; ** გააგრძელებს მშობლებთან კომუნიკაციასა და გაყიდვების პროცესის მართვას; ** იზრუნებს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და მშობლების კმაყოფილებაზე. მოთხოვნები: ** ძლიერი კომუნიკაციის უნარი; ** გაყიდვების გამოცდილება (სასურველია); ** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა; ** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი; ** მრავალ ამოცანაზე მუშაობის უნარი. ანაზღაურება: ** 700 ლარი ფიქსირებული ხელფასი; ** ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით. ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს; ** სწრაფად მზარდ კომპანიაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას; ** გამოცდილების მიღებას როგორც გაყიდვების, ისე ოპერაციების მართვის მიმართულებით. თუ გინდა იყო Burtbushela-ს ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი, გამოგვიგზავნეთ CV burtbushela@gmail.com და დაგიკავშირდებით.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%93%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98+%2F+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
