გაყიდვების მენეჯერი- სადისტრიბუციო არხების განვითარების განყოფილებაში
Job description
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, სადისტრიბუციო არხების განვითარების განყოფილებაში . სამუშაო ადგილი: თბილისი, 36 უნივერსიტეტის ქუჩა; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00) შაბათი (10:00-14:00) ძირითადი მოვალეობები: ცენტრში შემოსული მომხმარებლებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება; პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკება და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება; პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შესახებ პრეზენტაციის ჩატარება და კონსულტაციის გაწევა; ყოველდღიურად ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; აუცილებელია სადაზღვევო ან საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება; სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; Microsoft Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; აუცილებელი უნარები: აქტიური; მოლაპარაკების წარმოების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია; ორგანიზებულობა; შედეგზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება ( სხვა ვებგვერდზე ) “ ღილაკის საშუალებით.