გაყიდვების მენეჯერი ტენდერების მიმართულებით
Job description
ავეჯის სახლი "ლაქშერი" აცხადებს ვაკანსიას ტენდერებთან დაკავშირებული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. საქმიანობა: ** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება. ** სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულების ფარგლებში პროდუქციის მიწოდების მონიტორინგის განხორციელება და კოორდინაცია ლოჯისტიკის სამსახურთან. ** კომერციული წინადადებების ფორმირება მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის კვლევებში მონაწილეობის მიღება და დირექტორის დავალებების შესაბამისად ფასის შეთავაზება. ** კომპანიის პროდუქტების რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ოპერაციის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. მათ შორის სარეალიზაციო პროდუქციის ფასების დაანგარიშება და განსაზღვრა. ** საერთაშორისო შესყიდვის განხორციელება; ** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა - შესყიდვის დაგეგმვა და თანმხლები პროცესების კონტროლი; ** საჭიროების შემთხვევაში, ახალი მომწოდებლების მოძიება მოთხოვნების შესაბამისად; ** მომწოდებლებთან ხელშეკრულებების პირობებზე მოლაპარაკება, გაფორმება, მათი მონიტორინგი და დაარქივება შესაბამისი წესების მიხედვით; პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები: ** სასურველია უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის ან ეკონომიკის მიმართულებებს); ** Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა; ** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა. ** ტექნოლოგიური პროდუქტების/სერვისების ზოგადი ცოდნა; ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების შესანიშნავი უნარები; ** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი; როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაოს ხანგრძლივობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #24 ანაზღაურება: 2500 ლარი (+ ბონუსი) დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] , ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 593313738