TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი / უძრავი ქონების აგენტი

გაყიდვების მენეჯერი / უძრავი ქონების აგენტი

New House Georgia ქართული
Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Aug 15, 2026

Job description

უძრავი ქონების კომპანია " New House" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის / უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე. ეს პროფესია როგორც საქართველოში ისე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია, რადგან, ვყიდით და ვაქირავებთ ყველაზე ძვირფას პროდუქტს მსოფლიოში - უძრავ ქონებას. ვეძებთ კომუნიკაბელურ, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ადამიანებს გამოუცდელ კადრებს, პროფესიას შევასწავლით ადგილზე, და დავასაქმებთ ჩვენს ოფისში. ჩვენ გთავაზობთ: ** მაღალ ანაზღაურებას სრულად გამომუშავებით. (მაღალი საპროცენტო განაკვეთი. ყოველი წარმატებულად შესრულებული საქმიდან საკომისიოს 50%) საშუალოდ 1500 დან 10000 ლარამდე მაგრამ ბევრად მეტის გამომუშავებაც შეიძლება. ** ოფისის მეგობრულ გარემოს და კარიერულ წინსვლას ** ტრენინგებს ** სტუდენტების ხელშეწყობას ** ყველანაირი ხარჯი, რაც დაკავშირებულია განცხადებების განთავსებასთან, გადახდილი იქნება კომპანიის მიერ. ** გადმოგეცემათ კორპორატიული ნომერი და ყოველთვიურად ჩაგერიცხებათ ულიმიტო სასაუბრო. ** სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველდღიური სამუშაოს გამარტივებას და ასწრაფებას. ** გვაქვს კლიენტების დიდი ტრაფიკი, გვაქვს ჩვენი უძრავი ქონების ჯგუფები სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე რომლებიც განაპირობებს დამატებით კლიენტების რაოდენობას რომლებსაც ვაბარებთ ჩვენს აგენტებს. სამუშაო გრაფიკი: 11:00-დან 19:00-მდე. (კვირაში ორი დღე დასვენება, შაბათი-კვირა) ყოველთვიურად წარმატებულ კადრებს ვუშვებთ სხვადასხვა ტურებში. კომპანიას ჰყავს საკუთარი უამრავი კლიენტი რომელსაც აბარებს აგენტს. შესაბამისად უძრავი ქონების აგენტს საკუთარ კლიენტებთან ერთად ეყოლება უამრავი, კომპანიის მიერ ჩაბარებული, კლიენტი. (სხვა არცერთ კომპანიაში არ ჩაგაბარებენ საკუთარ კლიენტებს) ჩვენ რამდენ პრივილეგიასაც გთავაზობთ ამდენს ვერ შემოგთავაზებთ ვერცერთი ქართული უძრავი ქონების სააგენტო. ამიტომ, გააკეთეთ სწორი არჩევანი და აირჩიეთ "New House". დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 39 99 95