გაყიდვების მენეჯერი/უძრავი ქონების აგენტი
Job description
გაყიდვების მენეჯერი/უძრავი ქონების აგენტი (Sakura Properties) გამარჯობა, ძვირფასო კანდიდატო, ეს ტექსტი HR-ს არ დაუწერია. მე ვიქტორია ვარ, Sakura Properties-ის დამფუძნებელი და ამ ვაკანსიის აღწერას თავად ვწერ. იმიტომ, რომ მჯერა, კომპანიის ხელმძღვანელის დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ პირდაპირ განსაზღვრავს ბიზნესის წარმატებას. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ პოზიციის შესახებ ჩემზე უკეთ ვერავინ მოგიყვებათ. ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ არ ვართ უბრალოდ უძრავი ქონების სააგენტო, არც სამაკლერო ვართ. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ, მაღალი მომსახურების მქონე, სისტემურ კომპანიას, სადაც ადამიანები პროფესიონალებად იზრდებიან, სწავლობენ და მაღალ შედეგებს აღწევენ (რეალური მუშაობით და არა 20-თეთრიანი განცხადებების დაკოპირებით, რაც დღეს სააგენტოებში ძირითადად ხდება). დღეს ჩვენს გუნდში 10 თანამშრომელია. მომდევნო პერიოდში ვგეგმავთ გუნდის გაფართოებას 20 ადამიანამდე და ამიტომ ვეძებთ ახალ აგენტებს. რა გვამოძრავებს? ჩვენი კომპანია ეხმარება გამყიდველებსა და მყიდველებს, თავისტკივილის გარეშე მოაგვარონ უძრავი ქონების გაყიდვისა თუ ყიდვის საკითხები. ჩვენ: ** მივდივართ ადგილზე და ვნახულობთ ყველა ქონებას, რომელსაც ვყიდით; ** ვაკეთებთ ამ ქონების ბაზრის ანალიზს და სწორი ღირებულებით გამოგვაქვს ბაზარზე; ** ვნერგავთ თანამედროვე გაყიდვებისა და ვიდეომარკეტინგის ინსტრუმენტებს; ** ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს მეტი დრო დაუთმონ საკუთარ ცხოვრებას, რადგან ყველაფერ სხვას მათთვის ჩვენ ვაგვარებთ. ბოლო სამი წლის განმავლობაში უძრავი ქონების გამყიდველებიდან 90%-მა, რომელმაც მოგვმართა, მიიღო სწრაფი შედეგი. ჩვენი დიდი მიზანია — შევცვალოთ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი რეალურად კარგი მომსახურებით და ამით კმაყოფილი იყოს როგორც გამყიდველი/მყიდველი, ასევე აგენტი, რომლის ცხოვრების ხარისხიც უკეთესი უნდა გახდეს ჩვენთან მუშაობის შედეგად. ეს არის ის 2 რამ, რაც მამოძრავებს. ამ მიზნის მისაღწევად კი 10 ახალი გაყიდვების აგენტის აყვანა გვჭირდება, რასაც უახლოესი 1 წლის განმავლობაში ვგეგმავთ. რატომ არის ვაკანსია გახსნილი? ჩვენ შევქმენით ძლიერი მარკეტინგული სისტემა, რომელიც ყოველდღიურად 50-დან 150 ახალ ლიდს (მომხმარებელს) გამოიმუშავებს ვიდეოკონტენტით. ეს უკვე დაინტერესებული კლიენტები არიან, რომლებსაც ჩვენი სერვისი სჭირდებათ. ბაზარზე არსებული ვითარების გამო, ჩვენი მომსახურება დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადია და კომპანია აქტიურად იზრდება. ვის ვეძებთ? ვეძებთ გამოცდილ გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც ისეთივე პასუხისმგებლობითა და მონდომებით მიუდგება საქმეს, როგორც თითოეული ჩვენი არსებული გუნდის წევრი. ჩვენი კლიენტები კომპანიის შესახებ პირველ შთაბეჭდილებას სწორედ გაყიდვების მენეჯერებისგან იღებენ, ამიტომ გუნდში მხოლოდ ძლიერი პროფესიონალების მიღება გვინდა. შერჩევის პროცესი საკმაოდ სერიოზული იქნება, თუმცა ამის სანაცვლოდ თქვენ იღებთ უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო სამუშაო პირობებს. რას გთავაზობთ? ** დეტალურ სწავლებას (ვიდეო და ფიზიკური ტრენინგები, ასევე მენტორშიპი); ** ოფიციალურ დასაქმებას — ჩვენთან შემოსავალი ოფიციალურად ირიცხება და თქვენც ოფიციალურად მიიღებთ თქვენს ანაზღაურებას; ** მინიმალურ ფიქსირებულ ხელფასს (ამ სფეროში ხელფასი არ არსებობს, თუმცა რადგან ბევრი ადამიანი ვერ რისკავს ამ სფეროში გადმოსვლას, მინიმუმით ვეხმარებით ამ ნაბიჯის გადადგმაში); ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას — ჩვენი გუნდის ნახევარი დაწინაურებული თანამშრომლები არიან, ჩვენ ვაფასებთ ერთგულებას და შრომისმოყვარეობას; ** საუკეთესო შედეგების აღსანიშნავად კომპანია თანამშრომლებს კორპორატიულ საჩუქრებს სთავაზობს (მოგზაურობა, iPhone, MacBook და სხვა); ** ერთიან გუნდს, რომელიც ადაპტაციაში მაქსიმალურად გეხმარებათ; ** დეტალურად გაწერილ პროცესებს, სტანდარტებსა და სამუშაო რეგლამენტებს; ** თანამედროვე CRM სისტემას, რომელიც მუშაობის პროცესებს ბევრად გაგიმარტივებთ; ** თანამშრომლების გარე ტრენინგების თანადაფინანსებას; ** სამუშაო გრაფიკს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-19:00 (7-საათიანი სამუშაო გრაფიკი 8-ის ნაცვლად); ** მუდმივ სწავლებას კომპანიის მფლობელისა და პარტნიორებისგან; ** დაზღვევის თანადაფინანსებას (ამ სფეროში კომპანიებს, როგორც წესი, დაზღვევა არ აქვთ); ** თიმბილდინგებს, რომლებიც აერთიანებს და აახლოებს გუნდს; ** სერვისს, რომლის გაყიდვაც ნამდვილად გვეამაყება; ** ახალგაზრდა გუნდს (საშუალო ასაკი — 25-30 წელი); ** ყოველდღიურ ურთიერთობას ბიზნესის მფლობელებთან და საინტერესო ადამიანებთან. თუ აქამდე წაიკითხეთ და მიხვდით, რომ სწორედ ჩვენს გუნდში გსურთ მუშაობა, გამოეხმაურეთ ვაკანსიას და შეავსეთ პატარა აპლიკაცია ამ ბმულზე. ასე მივხვდებით, რომ ყურადღებიანი, მოტივირებული და პასუხისმგებლიანი პროფესიონალი ხართ. შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის ინსტაგრამს ლინკზე: https://www.instagram.com/sakura.properties/ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://docs.google.com/forms/d/1O_JIxROioLRHicQpDpNQkvW4Oluph974rJefyziJIa8/edit