TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების პასუხისმგებელი პირი

გაყიდვების პასუხისმგებელი პირი

ჰასტავუკ ჯორჯია საგარეჯო ქართული
Posted Jul 21, 2026 1 day ago apply by Aug 19, 2026

Job description

შპს „ჰასტავუკ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი და პოტენციური მეფრინველეობის ფერმების მოძიება; ფერმერებთან კომუნიკაციის დამყარება, საქმიანი ურთიერთობების განვითარება და გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა; მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება და კომპანიის პროდუქციის პროფესიონალური შეთავაზება; შეკვეთების მიღების, დამუშავებისა და შესყიდვების პროცესის კოორდინაცია; საქართველოს რეგიონებში პერიოდული სამუშაო ვიზიტების განხორციელება; გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა, ანალიზი და ანგარიშგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ქართული და თურქული ენების თავისუფლად ცოდნა (სავალდებულოა); რუსული და/ან ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ვეტერინარული განათლება ან მეფრინველეობის სფეროში პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი; B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ საერთაშორისო კომპანიაში; პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; კონკურენტულ ანაზღაურებას; მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ცოდნა, გამოცდილება და უნარები შეესაბამება აღნიშნულ პოზიციას, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995579008800