TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების პრომო აგენტი

გაყიდვების პრომო აგენტი

jsc-mbgeorgia Georgia ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

" JSC MBGeorgia " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების პრომო აგენტის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: ბათუმი განაკვეთი: სრული (13:00 საათიდან 20:00 საათამდე; სამუშაო დღეები: კვირიდან სამშაბათის ჩათვლით) კომპანიის შესახებ: JSC "MBGeorgia" წარმოადგენს გლობალური ჯგუფის, MBev Holding AG (ემბევ ჰოლდინგ აგ)-ს ჯგუფის წევრ კომპანიას და ამავდროულად საქართველოში ფლობს 2 ღვინის კომპანიას, სს შატო მუხრანსა და შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას. JSC MBGeorgia-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუცია საქართველოში. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლის მოზიდვა ** პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა ** პროდუქციის წარდგენა/დეგუსტაციის შეთავაზება ** კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება (დადგენილი გეგმის მიხედვით) ** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ვიზუალიზაცია (სისუფთავის დაცვა და მერჩენდაიზინგის შენარჩუნება, თაროს შევსება საჭიროების შემთხვევაში) ** შესვენების შეთანხმებულ დროს გამოყენება (ხელმძღვანელთან წინასწარ შეთანხმებული დრო) მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ფლობა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი; ** ორგანიზებულობა და დისციპლინა; ** პრეზენტაბელურობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე [email protected] არაუგვიანეს 2026 წლის 8 აგვისტოსი . გთხოვთ საგნის ველში (Subject) მიუთითოთ: პრომო აგენტი - ბათუმი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. წარმატებას გისურვებთ! "JSC MBGeorgia" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ინახება 1 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენი კომპანიის სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, ან წაშალა, მითითებულ მეილზე წერილობითი მიმართვის გზით.