გაყიდვების სპეციალისტი
Job description
კომპანია " კაია " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 9:00-დან 18:00-მდე საათამდე შაბათ-კვირის გარდა. ** შვებულება და დასვენების დღეები საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. ** ანაზღაურება (თვიური ნეტი): 1500 ფიქსირებულს + ბონუსი ** სამუშაო ადგილი: თბილისი, აეროპორტის მიმდებარედ კომპანიის შესახებ: "კაია" არის თანამედროვე ტიპის თუნუქის საწარმო, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით, თუნუქისგან აწარმოებს სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო მასალებს. გაყიდვების სპეციალისტის მიზანია მოიზიდოს ახალი კლიენტები და შეუქმნას მათ ყიდვის საუკეთესო გამოცდილება. პასუხისმგებლობები: ** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა; ** პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა; ** კლიენტებთან მოლაპარაკებები წარმოება; ** პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა; ** კლიენტების ბაზის განვითარება; ** ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია მშენებლობის მიმართულებით; ** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ფლობა; ** საოფისე პროგრამების - MS Office, Excel-ის კარგად ცოდნა. ** ახსნისა და დარწმუნების უნარი; ** პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის უნარი; ** კლიენტებზე ორიენტაცია და მათი პერსპექტივიდან დანახვის უნარი. განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 21 აგვისტო, 2026. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება. თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა იქნება დაცული "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. კაია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!