გაყიდვების სპეციალისტი
Job description
კომპანიის შესახებ- Grossmann არის ახალი, სწრაფად მზარდი Hardware Store ტიპის კომპანია საქართველოში. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის ფართო არჩევანს.დღეს უკვე გვაქვს 4 ფილიალი, ხოლო მიმდინარე წელს ვგეგმავთ კიდევ ერთი ახალი ფილიალის გახსნას, რაც ქმნის პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას. პოზიცია: გაყიდვების სპეციალისტი - Grossmann სფერო: Hardware Store / DIY / სამშენებლო სუპერმარკეტების ქსელი ლოკაცია: ლისი, დიდი დიღომი, დ შინდისი, ივერთუბანი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე ანაზღაურება: ფიქსირებული + გაყიდვების საკომისიო. ფიქსირებული: 900 ლარი ხელზე საშუალო შემოსავალი: 1500-2000 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლის პროფესიული კონსულტაცია და საჭირო პროდუქციის შერჩევა ** შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება (ინვოისი, შეკვეთა და სხვა) ** გადახდის პროცესის ორგანიზება ** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და გამოყენების რეკომენდაციების გაცემა ** შოურუმის სტანდარტების დაცვა ** აქტიური გაყიდვების ზრდაზე ორიენტაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების სფეროში გამოცდილება ** კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარები ** მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება ** პასუხისმგებლობა და გუნდურობა ** სასურველია ტექნიკური ან სამშენებლო პროდუქციის ცოდნა, თუმცა არა აუცილებელი ჩვენ გთავაზობთ: ** თანამედროვე, მზარდ და ამბიციურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას ** მუდმივ პროფესიულ განვითარებას და ტრენინგებს ** მოტივაციის სისტემას, რომელიც რეალურად ზრდის შემოსავალს ** საინტერესო, დინამიურ და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოს ** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს თუ გსურს გახდე განვითარებადი და ძლიერი ბრენდის ნაწილი და შენი შედეგი პირდაპირ აისახოს შენს შემოსავალზე — შემოგვიერთდი! გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე: [email protected]