გაყიდვების სპეციალისტი - ლიცენზიები
Job description
"ITConnect" აცხადებს ვაკანსიას "Microsoft & Google Workspace-ის ლიცენზიების გაყიდვების სპეციალისტის" პოზიციაზე. ხელფასი: 1, 200-2, 500 ლარი (NET) + ბონუსი (დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე) გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00) მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი ძირითადი მოვალეობები: ** Microsoft 365, Microsoft Azure-ისა და Google Workspace-ის ლიცენზიების აქტიური გაყიდვა. ** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და გაყიდვების სრული ციკლის მართვა (პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე). ** კლიენტების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტების/სერვისების შეთავაზება. ** კომერციული შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა. ** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება და დამატებითი გაყიდვების (Upsell/Cross-sell) შესაძლებლობების იდენტიფიცირება. ** ტექნიკურ გუნდთან კოორდინაცია პროექტების დანერგვისა და განხორციელების პროცესში. ** გაყიდვების პროცესის, შედეგებისა და პროგრესის რეგულარული ანგარიშგება. ** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა საჭიროებების მუდმივი ანალიზი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება. ** უპირატესობა მიენიჭება B2B გაყიდვების ან IT სექტორში მუშაობის გამოცდილებას. ** Microsoft 365, Google Workspace ან სხვა Cloud გადაწყვეტილებების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ** ინგლისური ენის კარგი ცოდნა. ** MS Office-ისა და Google Workspace-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი. ** ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები. ** შედეგზე ორიენტირებულობა და გაყიდვების მიზნების შესრულების მაღალი მოტივაცია. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. ** დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე კლიენტთან/პროექტთან ერთდროულად მუშაობის უნარი. ** Microsoft-ის ან Google-ის სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: ** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ; ** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); ** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; ** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).