გაყიდვების წარმომადგენელი
Job description
" English Book Education " 2007 წელს დაარსდა და ერთ სივრცეში აერთიანებს გამომცემლობას, წიგნების დისტრიბუციას, განათლების მენეჯმენტს, საერთაშორისო გამოცდებს (Pearson and TOEFL), ინგლისური ენის სწავლებას, უმაღლეს განათლებას, სასკოლო განათლებას და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან, როგორიცაა Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press და Cambridge University Press. ჩვენი მიზანია სრულად მხარი დავუჭიროთ, სასწავლო დაწესებულებებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, დავეხმაროთ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების დაძლევაში. "English Book Education" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00) ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქ.92 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ახალი მომხმარებლების მოზიდვა და ბრენდის ცნობადობის გაზრდა ეფექტური გაყიდვების გზით; ** მომხმარებლებთან ურთიერთობის შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით რეგულარული ვიზიტებისა და ონლაინ შეხვედრების ჩატარება; ** არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების წარდგენა/შეთავაზება; ** მომხმარებელთა პრობლემებისა და საჩივრების შესახებ შესაბამისი დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** პირადი გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და ორგანიზება, დროის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებით; ** ტექნიკური მხარდაჭერის გუნდთან თანამშრომლობა მომხმარებლების მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით; ** საჭიროების შემთხვევაში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით რეკომენდაციების წარდგენა; ** საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და წიგნის ფესტივალებზე მონაწილეობის მიღება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა (CEFR; B2); ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); ** საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; პროფესიული და პიროვნული უნარები: ** სტრესთან გამკლავების უნარი; ** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი; ** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების წარმომადგენელი". მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.