---
title: გაყიდვების წარმომადგენელი
description: გაყიდვების წარმომადგენელი - რუსთავი Resty.ge აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე ქალაქ რუსთავში. Resty რესტორნებს, სასტუმროებსა და კაფე-ბარებს სთავაზობს ტექნიკას და სერვისს. ვეძებთ 
---

# გაყიდვების წარმომადგენელი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-10-15  
**Apply by:** 2026-11-15

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=761089)

## Job description

გაყიდვების წარმომადგენელი - რუსთავი Resty.ge აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე ქალაქ რუსთავში. Resty რესტორნებს, სასტუმროებსა და კაფე-ბარებს სთავაზობს ტექნიკას და სერვისს. ვეძებთ აქტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც რუსთავში ახალ კლიენტებს მოიზიდავს და მათ Resty-ს პროდუქტებსა და მომსახურებას გააცნობს. სამუშაო პირობები: ** მუშაობის ფორმატი: ობიექტებში ვიზიტები და სატელეფონო კომუნიკაცია; ** განაკვეთი: სრული/მოქნილი. ** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი მოზიდულ კლიენტებზე; ძირითადი მოვალეობები: ** რუსთავში რესტორნების, სასტუმროებისა და კაფე-ბარების მოძიება და მათთან პირველადი კონტაქტის დამყარება; ** ობიექტებში ვიზიტები და მფლობელებთან ან მენეჯერებთან შეხვედრები; ** Resty-ს პროდუქტების დემონსტრაცია და მათი სარგებლის გასაგებად ახსნა; ** კლიენტის საჭიროებების გარკვევა და შესაბამისი პაკეტის შეთავაზება; ** კონტაქტების, შეხვედრებისა და გაყიდვების შედეგების აღრიცხვა; მოთხოვნები: ** გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი; ** ახალ ადამიანებთან კონტაქტის დამყარების ინიციატივა; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და ვიზიტების დაგეგმვის უნარი; ** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; უპირატესობად ჩაითვლება: ** გაყიდვების, განსაკუთრებით მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება; ** რესტორნებთან, სასტუმროებსა და კაფე-ბარებთან არსებული კონტაქტები; პროდუქტის ტექნიკური ცოდნა წინასწარ საჭირო არ არის - Resty-ს პროდუქტებსა და შეთავაზებებს შეგასწავლით. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ფორმა და ატვირთოთ cv ბმულზე: https://resty.ge/vacancy

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%93%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
