---
title: გაყიდვების წარმომადგენელი - დერმოკოსმეტიკა
description: ევროპული ფარმაცევტული ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი კომპანია საქართველოში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე დერმოკოსმეტიკისა და ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით. ძირითადი 
---

# გაყიდვების წარმომადგენელი - დერმოკოსმეტიკა

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-11-19  
**Apply by:** 2026-12-19

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=769453)

## Job description

ევროპული ფარმაცევტული ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი კომპანია საქართველოში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე დერმოკოსმეტიკისა და ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის პორტფოლიოში არსებული დერმოკოსმეტიკური და ესთეტიკური პროდუქციის პრომოცია და გაყიდვა სამედიცინო დაწესებულებებში (კლინიკები, ესთეტიკური ცენტრები, აფთიაქები). ** პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან (ექიმები, დერმატოლოგები, კოსმეტოლოგები, მენეჯერები) საქმიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება. ** პროდუქციის ასორტიმენტის, უპირატესობებისა და სიახლეების პროფესიული პრეზენტაცია. ** გაყიდვების გეგმის შესრულება და ყოველდღიური რეპორტინგი. ** ბაზრისა და კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (მედიცინის, ფარმაციის, ბიოლოგიის ან მარკეტინგის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად). ** მსგავს პოზიციაზე (B2B გაყიდვები, ფარმაცევტული წარმომადგენელი / Medical Representative) მუშაობის გამოცდილება (დერმოკოსმეტიკის ან ესთეტიკის მიმართულებით იქნება დიდი უპირატესობა). ** კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის შესანიშნავი უნარები. ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტაცია. ** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა. ** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილით სარგებლობის შესაძლებლობა (სასურველია). ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას (ფიქსირებული ხელფასი + მოტივაციური ბონუსი გაყიდვებიდან). ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას (კომპანიის ხარჯზე ტრენინგები). ** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vakansiebi2026@gmail.com , სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "გაყიდვების წარმომადგენელი-დერმოკოსმეტიკა, ესთეტიკური მედიცინა".

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%93%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+-+%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
