TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების წარმომადგენელი-პრისელერი TT მიმართულებით

გაყიდვების წარმომადგენელი-პრისელერი TT მიმართულებით

სანდომი თბილისი ქართული
Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრულიად საქართველოს მასშტაბით. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია - მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა. შპს „ვასაძის პურის“ ბრენდი „ სანდომი “ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების წარმომადგენელი ( პრისელერი TT მიმართულებით ) სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი/აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები; ოფისის მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული); ანაზღაურება: სტაჟირების შემდგომ მინიმუმ 1500 ლარი, საშუალოდ 2000-3000 ლარი; ავტომობილი და საწვავი: უზრუნველყოფს კომპანია. ფუნქცია/მოვალეობა: სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის გაყიდვა და შეკვეთების მიღება; არსებული კლიენტების მომსახურება და ახალი ობიექტების მოძიება; პროდუქციის განლაგების, ნაშთების, ფასებისა და ვადების კონტროლი; პროდუქციის პრეზენტაციისა და ბრენდული სტანდარტების დაცვა; გაყიდვების გეგმის შესრულება და რეალიზაციის ზრდაზე მუშაობა; დებიტორული დავალიანებებისა და გადახდების კონტროლი; შეკვეთებისა და ვიზიტების შესახებ ინფორმაციის დროული აღრიცხვა და ანგარიშგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია სადისტრიბუციო მიმართულებით; მოლაპარაკებებისა და გაყიდვების ეფექტური უნარები; მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და კომუნიკაციის მაღალი უნარი; ბაზრის ანალიზისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება; B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას; განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას; ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას. დეტალური პირობების გასაცნობად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/HPLsfpce