TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების სპეციალისტი

გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების სპეციალისტი

სმარტ ტვ Georgia ქართული
Posted Jul 19, 2026 2 days ago apply by Aug 19, 2026

Job description

შპს " სმარტ ტვ " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე. შპს "სმარტ ტვ" ( https://SmartTV.ge ) არის სმარტ ტვ მოწყობილობების სპეციალიზებული ინტერნეტ-მაღაზია, სადაც იყიდება ყველა ტიპის ორიგინალი Smart TV Box-ები, აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ასევე სხვა მცირე ზომის ტექნიკა. სრულ ინფორმაციას გაეცანით ჩვენს ოფიციალურ საიტზე: https://SmartTV.ge სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტრო ისანთან ახლოს ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შერჩევაში დახმარება; ** შეკვეთების მიღება და გაყიდვა, როგორც ოფისიდან, ასევე ტელეფონით და ინტერნეტით; ** კომპანიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა; ** პროდუქციის მიღება-დასაწყობება, აღრიცხვის წარმოება; ** Smart TV Box-ების და სხვა პროდუქციის გამზადება გასაყიდად (აპლიკაციების ინსტალაცია, განახლება, პარამეტრების კონფიგურაცია, შეფუთვა); ** კლიენტების მომსახურება და ტექნიკური დახმარება, როგორც ოფისში, ისე დისტანციურად; ** ფოსტა-კურიერებთან კომუნიკაცია; ** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა; ** ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა), ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია); ** კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Windows, Microsoft Office, OneNote, Excel, Outlook, Google Sheets, ინტერნეტ ბრაუზერები, ელფოსტა, მესენჯერებთან მუშაობა: WhatsApp, Viber, Messenger, Telegram); ** Android ოპერაციული სისტემის საბაზისო ცოდნა (აპლიკაციების ინსტალაცია, პარამეტრების დაყენება); ** AnyDesk, TeamViewer და სხვა დისტანციური მართვის პროგრამების ცოდნა; ** სწრაფი ათვისების უნარი და მზადყოფნა ისწავლოს ახალი ტექნოლოგიები; ** გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია). უნარ-ჩვევები: ** მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტაცია; ** ზრდილობიანი და გამართული მეტყველება, ენერგიული, პოზიტიური, მოწესრიგებული; ** გუნდში მუშაობის უნარი, კომპანიის დადგენილი სტანდარტების შესრულება; ** სიახლეების იოლი ათვისების და ხელმძღვანელის მიერ სწავლება-მითითებების შესრულების უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** ტრენინგს ყველა სამუშაო პროცესში; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** კომფორტულ, მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს. კონტაქტი: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) სურათით ელფოსტაზე: [email protected] და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების სპეციალისტი. დისკრიმინაციის აკრძალვა: შპს "სმარტ ტვ" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილება მიიღება პროფესიული კვალიფიკაციისა და უნარების საფუძველზე, რასის, სქესის, ასაკის, რელიგიის, ეროვნული კუთვნილების ან სხვა ნიშნების მიუხედავად. პერსონალურ მონაცემთა დაცვა: შპს "სმარტ ტვ" იცავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონს. წარმოდგენილი რეზიუმეები და პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნებისთვის.