---
title: გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერი
description: ტურისტული მომსახურებისა და მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში . ლოკაცია: ბათუმი ანაზღაურება: ფიქსი
---

# გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-11-16  
**Apply by:** 2026-12-16

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=768657)

## Job description

ტურისტული მომსახურებისა და მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში . ლოკაცია: ბათუმი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის ყოველდღიური სამუშაო პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია; ** დისტანციური გაყიდვების, მათ შორის სატელეფონო და ონლაინ გაყიდვების პროცესების მართვა და ეფექტიანობის მონიტორინგი; ** გუნდის წევრების საქმიანობის მონიტორინგი, მხარდაჭერა და შედეგების შეფასება; ** მომხმარებლებთან კომუნიკაციის ხარისხის კონტროლი და მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; ** რთული და არასტანდარტული მომხმარებლების შემთხვევების მართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; ** გაყიდვების მიზნების შესრულების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და გუნდის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა; ** გაყიდვების პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინიციატივების შემუშავება; ** გუნდის წევრებისთვის უკუკავშირის მიწოდება და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ** შიდა პროცედურებისა და სამუშაო სტანდარტების დაცვის კონტროლი; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია რუსული ენის ცოდნაც); ** საოფისე პროგრამების თავისუფლად ფლობა; ** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** სატელეფონო, ონლაინ ან სხვა დისტანციური არხებით გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ლიდერობისა და გუნდის ეფექტურად მართვის უნარი; ** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; ** სამუშაო პროცესების ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი; ** შედეგებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: people.selection@outlook.com . ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერი - ბათუმი.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%93%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
