გარე გაყიდვების აგენტი / TIR-Parks
Job description
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 21 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge „ ამბოლი “ აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის (TIR-Parks) პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისის შემოვლითი გზა (ლილოს ბაზრობის მიმდებარედ); სამუშაო საათები: 09:00-18:00 5 სამუშაო დღე. ძირითადი მოვალეობები: პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა; გარე ლოკაციებზე (ავტოსადგომები-TIR-Parks) გაყიდვების განხორციელება; კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება; ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ; გაყიდვების გეგმების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; სასურველია საავტომობილო სფეროში გამოცდილება; აუცილებელია მართვის მოწმობის B კატეგორია; აუცილებელია აზერბაიჯანული ან თურქული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. აუცილებელი უნარები: მოლაპარაკების წარმოების უნარი; პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა; მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება; შედეგზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.