TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გარე გაყიდვების მენეჯერი

გარე გაყიდვების მენეჯერი

Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

Midea Group მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციაა, რომელიც ქმნის თანამედროვე, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად პასუხისმგებელ გადაწყვეტილებებს საცხოვრებელი, კომერციული და ინდუსტრიული შენობებისთვის. Midea Caucasus – ბათუმის ოფისი დასავლეთ საქართველოში წარმოადგენს HVAC - VRF, ჩილერების, სავენტილაციო სისტემების, ლიფტებისა და სხვა საინჟინრო მიმართულებების ოფიციალურ წარმომადგენლობას. ჩვენი საქმიანობა მოიცავს პროდუქციის მიწოდებას, პროექტების ტექნიკურ მხარდაჭერას, ავტორიზებულ საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურებას, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სერვისს. დღეს ჩვენი გუნდი ფართოვდება და ვეძებთ გარე გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საცალო მომხმარებლების აქტიურ მოძიებაზე, მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და კომპანიის გაყიდვების ზრდაზე. პოზიციის მიზანი გარე გაყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება ახალი საცალო მომხმარებლების მოზიდვაზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებაზე, ჩვენი პროდუქციისა და სერვისების პროფესიონალურად წარდგენაზე, კომერციული შეთავაზებების მომზადებასა და გაყიდვის პროცესის სრულ მართვაზე ა შემდგომი თანამშრომლობის განვითარებამდე. ძირითადი მოვალეობები ახალი საცალო მომხმარებლების აქტიური მოძიება და მოზიდვა; პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება; მომხმარებლის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების შეთავაზება; Midea-ს HVAC პროდუქციის პროფესიონალური პრეზენტაცია; კომერციული შეთავაზებების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვის პროცესის წარმატებით დასრულება; არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარება და განმეორებითი გაყიდვების ხელშეწყობა; გაყიდვების ინდივიდუალური გეგმის შესრულება და შედეგების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა; ბაზრის მონიტორინგი, კონკურენტების ანალიზი და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი ან პროფესიული განათლება; აქტიურ გაყიდვებში ან მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება; MS Office-ის პროგრამების ცოდნა; HVAC, სამშენებლო მასალების, ელექტროტექნიკის ან სხვა ტექნიკური პროდუქციის გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად. სასურველია უცხო ენების ცოდნა; B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდილება; პიროვნული უნარები ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; მაღალი მოტივაცია გაყიდვების სფეროში და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა; ახალი მომხმარებლების მოძიების სურვილი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; პრეზენტაციისა და დარწმუნების უნარი; თვითდისციპლინა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება; პოზიტიური და ენერგიული სამუშაო სტილი. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ და გამოცდილების შესაბამის ანაზღაურებას; პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო ბრენდის ფარგლებში; სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას მზარდ კომპანიაში; პროფესიონალ გუნდთან მუშაობას და თანამედროვე სამუშაო გარემოს; საერთაშორისო სტანდარტებით ორგანიზებულ სამუშაო პროცესებს; ჯანმრთელობის დაზღვევას; კორპორაციულ ნომერს; საჭირო სამუშაო რესურსებით სრულ უზრუნველყოფას; მონაწილეობას მნიშვნელოვანი კომერციული და ინდუსტრიული პროექტების განხორციელებაში. კარიერული განვითარების პროგრამა გამოსაცდელი პერიოდი (1–6 თვე) ეტაპობრივად მზარდი ანაზღაურება — 1 500 ლარიდან. გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ მუდმივ შტატში დასაქმება; ხელფასი განისაზღვრება ცოდნის, კვალიფიკაციისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად ინდივიდუალური შეთანხმებით; დამატებითი ბენეფიტების სრული პაკეტი. თუ ხარ კომუნიკაბელური, მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული, გსურს იმუშაო საერთაშორისო ბრენდის პროფესიონალურ გარემოში და შენი შრომით შექმნა რეალური შედეგი, გამოგვიგზავნე თქვენი CV და შემოუერთდი Midea Caucasus – ბათუმის ოფისის გუნდს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591 95 61 15. ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: გარე გაყიდვების მენეჯერი- ბათუმი".