გენერალური მენეჯერი
Job description
კლინიკა კანი აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე. კლინიკა კანი ეძებს გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ და ლიდერული უნარების მქონე გენერალურ მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკის ეფექტიან ოპერირებას, მაღალი ხარისხის მომსახურების შენარჩუნებას, გუნდის მართვასა და ბიზნესის მდგრად განვითარებას. ძირითადი მოვალეობები: ** კლინიკის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის სრული მართვა; ** ადმინისტრაციული, სამედიცინო და დამხმარე გუნდების ეფექტური კოორდინაცია; ** მომსახურების ხარისხის კონტროლი და პაციენტების გამოცდილების მუდმივი გაუმჯობესება; ** გაყიდვების, შემოსავლებისა და ძირითადი KPI-ების დაგეგმვა, მონიტორინგი და შესრულების უზრუნველყოფა; ** ბიუჯეტის, შესყიდვებისა და ხარჯების ეფექტიანი მართვა; ** სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და თანამედროვე მართვის სტანდარტების დანერგვა; ** თანამშრომლების შერჩევის, ადაპტაციის, შეფასებისა და განვითარების პროცესების მართვა; ** დეპარტამენტებს შორის ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ** მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებთან აქტიური თანამშრომლობა კლინიკის ზრდისა და განვითარების მიზნით; ** პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება; ** რეგულარული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა კომპანიის ხელმძღვანელობისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე; ** ძლიერი ლიდერული, ორგანიზაციული და სტრატეგიული მართვის უნარები; ** გუნდის მართვის, მოტივაციისა და განვითარების პრაქტიკული გამოცდილება; ** ანალიტიკური აზროვნება და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** ფინანსური მაჩვენებლებისა და ბიზნეს-პროცესების კარგი ცოდნა; ** მოლაპარაკებების, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის მაღალი უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა; ** Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა. ** სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად. გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: [email protected]