გენერალური მენეჯერი
Job description
კომპლექსის შესახებ: " კურორტი შარეულა " არის პრემიუმ კლასის რეკრეაციული სივრცე, რომელიც მოიცავს 6 კომფორტულ კოტეჯს, დიდ ღია აუზს, მდინარის ზონას, რესტორანსა და ბარს. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, გამოცდილ და ორგანიზებულ გენერალურ მენეჯერს , რომელიც სრულად ჩაიბარებს კურორტის საოპერაციო მართვას. მდებარეობა: ცაგერი/რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი სამუშაო გრაფიკი: სეზონური (სრული განაკვეთი, ადგილზე ცხოვრებით) ძირითადი მოვალეობები: ** კურორტის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის მართვა და კონტროლი (კოტეჯები, რესტორანი, ბარი, აუზის ზონა). ** გუნდის მართვა (შტატის სამუშაო გრაფიკების შედგენა, ფუნქციების გადანაწილება და სერვისის ხარისხის კონტროლი). ** ჯავშნების სისტემების მართვა (Booking.com და სხვა არხები), სტუმრებთან კომუნიკაცია და მაღალი რეიტინგის შენარჩუნება. ** მარაგების კონტროლი, შესყიდვების ორგანიზება და სამზარეულო/ბარის ხარჯების მონიტორინგი. ** სალაროს მართვა და პერიოდული რეპორტინგი დამფუძნებელთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასტუმრო ან რესტორნის მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება (რეგიონულ ან საკურორტო ობიექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად). ** F&B (სამზარეულო/ბარი) სფეროს საოპერაციო პროცესების ცოდნა. ** გუნდის მართვისა და ლიდერული თვისებები, კონფლიქტური სიტუაციების ეფექტურად გადაჭრის უნარი. ** საოფისე პროგრამების (Excel) და სასტუმრო/სარესტორნო პროგრამების ცოდნა. ** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (უცხოელ სტუმრებთან სამუშაოდ). რას ვთავაზობთ კანდიდატს: ** კონკურენტუნარიან ხელფასს: 2, 500 ლარი (Neto / ხელზე ასაღები). ** ბონუსურ სისტემას: სეზონური წმინდა მოგების 5% (მიბმული რეალურ ფინანსურ შედეგებზე). ** სრულ კომფორტს ადგილზე: უფასო ინდივიდუალური საცხოვრებელი კურორტის ტერიტორიაზე და სრული 3-ჯერადი კვება. ** საწვავის/ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას. ** პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონში. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: [email protected] .