---
title: გენერალური მენეჯერი
description: საქართველოში ოპერირებას იწყებს საერთაშორისო სასტუმროების ქსელი და 200+ ნომრიანი სასტუმროსთვის ეძებს გამოცდილ გენერალურ მენეჯერს . მდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: 6, 000 ლარიდან (NET), კანდიდატის გამო
---

# გენერალური მენეჯერი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-25  
**Apply by:** 2026-10-25

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=755905)

## Job description

საქართველოში ოპერირებას იწყებს საერთაშორისო სასტუმროების ქსელი და 200+ ნომრიანი სასტუმროსთვის ეძებს გამოცდილ გენერალურ მენეჯერს . მდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: 6, 000 ლარიდან (NET), კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ფუნქციები და მოვალეობები: ** სასტუმროს ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის სრული მართვა და დეპარტამენტების ეფექტური კოორდინაცია; ** მომსახურების მაღალი ხარისხისა და ბრენდის სტანდარტების უზრუნველყოფა; ** ფინანსური შედეგების, ბიუჯეტის, შემოსავლების, ხარჯებისა და ძირითადი KPI-ების მართვა და მონიტორინგი; ** შემოსავლების ზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ** ADR-ის, RevPAR-ის, დატვირთულობისა და ბაზრის წილის ზრდაზე მუშაობა; ** გაყიდვების, მარკეტინგისა და განთავსების არხების მართვა შესაბამის გუნდებთან კოორდინაციით; ** დეპარტამენტების ხელმძღვანელებისა და გუნდის მართვა, საქმიანობის შეფასება, განვითარება და მოტივაცია; ** სტუმრების კმაყოფილების, უკუკავშირისა და საჩივრების მართვა და მომსახურების გაუმჯობესებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ** საოპერაციო და ფინანსური რისკების კონტროლი, შიდა პროცედურებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; ** მფლობელებთან, პარტნიორებთან და ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური ურთიერთობის მართვა; ** საოპერაციო და ფინანსური შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასტუმროს ინდუსტრიაში მინიმუმ 5 წლიანი მენეჯერული გამოცდილება; ** ბრენდულ სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის გამოცდილება და სიახლეების მიმართ ღიაობა; ** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ფლობა მაღალ დონეზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე hr.office.ge@gmail.com სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება გენერალური მენეჯერი კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
