TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გენერალური მენეჯერის თანაშემწე

გენერალური მენეჯერის თანაშემწე

Tourinvest Group Batumi, Ajaria, Georgia
Posted Jul 22, 2026 16h ago

Job description

ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის თანაშემწეს პოზიციაზე სამუშაოს აღწერა: გენერალური მენეჯერის თანაშემწე უზრუნველყოფს სასტუმრო ბულვარ ბათუმში (27-ნომრიანი ბუტიკური ტიპის სასტუმრო) ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიან ორგანიზებასა და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას. კოორდინაციას უწევს სხვადასხვა დეპარტამენტის სამუშაო პროცესებს, უზრუნველყოფს ინფორმაციის დროულ შეგროვებასა და დამუშავებას, აკონტროლებს დაკისრებული დავალებების შესრულებას და ხელს უწყობს ოპერაციული პროცესების შეუფერხებელ მიმდინარეობას. ძირითადი მოვალეობები: · გენერალურ მენეჯერთან თანამშრომლობა სასტუმროს თანამშრომლების მიერ სამუშაოს მაღალი ხარისხით შესრულების, მომსახურების სტანდარტების დაცვისა და სამუშაო პროცესებში გაუმჯობესებების დანერგვის მიმართულებით; · სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმართვა, საჭირო ინფორმაციის დროული მიღებისა და სამუშაო პროცესების კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით; · თვის დასაწყისში განსაზღვრული მიზნებისა და მიღებული დავალებების შესრულების კონტროლი დადგენილი ვადების შესაბამისად; · შესრულებული სამუშაოებისა და მიღწეული შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების (რეპორტების) მომზადება და წარდგენა გენერალური მენეჯერისთვის; · ადმინისტრატორების, ბელბოებისა და დამლაგებლების სამუშაო პროცესის მართვა და კონტროლი, რათა სტუმრებისთვის მომსახურება განხორციელდეს დადგენილი სტანდარტების სრული დაცვით; · სტუმრების მიღებასა და გასვლასთან დაკავშირებული ოპერაციების კონტროლი, მათ შორის დოკუმენტური, პროგრამული და ფინანსური მიმართულებით; · სალარო ოპერაციების კონტროლი, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების მიმართულებით; · სასაწყობე მარაგებისა და ნაშთების კონტროლი, მათ შორის მინი-ბარის მარაგების (ასეთის არსებობის შემთხვევაში); · დასუფთავების პროცესის კონტროლი სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად; · სამზარეულოს მუშაობის კონტროლი, მათ შორის სტუმრებისთვის მიწოდებული პროდუქციის ხარისხის, ვიზუალისა და სისუფთავის უზრუნველყოფა; · სამზარეულოს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი, საუზმის ხარჯების აღრიცხვის პროცესში ჩართულობა და ხარვეზების გაუმჯობესების გზების შეთავაზება; · სტუმრების უკუკავშირის, უკმაყოფილების შემთხვევების, სამუშაო პროცესში არსებული ხარვეზებისა და არასტანდარტული სიტუაციების შესახებ გენერალური მენეჯერის დროული ინფორმირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის, სასტუმრო მენეჯმენტის ან მომიჯნავე დარგში; სასტუმრო ან სტუმარმასპინძლობის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; სასტუმროს მართვის პროგრამებთან (PMS) და Microsoft Office-ის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სრულყოფილად; უნარ-ჩვევები: · ლიდერული უნარები და სტრატეგიული აზროვნება. · ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები და კრიზისული მართვის გამოცდილება. · ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი. დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე (2 დასვენების დღე) ანაზღაურება: შეთანხმებით გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს: · ჯანმრთელობის დაზღვევა; · 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa; · 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“; · ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში; · 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში; · დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ჩარიცხვის შემთხვევაში - 10%-იანი ფასდაკლება; კომპანიის შესახებ ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და განახორციელა 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას, სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას, ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას, ასევე საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობასა და მათი სტანდარტების შესაბამისად ოპერირებას . ჯგუფი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა Hilton და Hampton by Hilton , დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც კომპანიას ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებას, პროფესიულ წინსვლასა და საერთაშორისო ბრენდული სტანდარტების მიხედვით მუშაობის კულტურის ჩამოყალიბებას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_8rt2a/ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!