---
title: გეოდეზისტი at AWARD
description: AWARD წარმოადგენს ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების სფეროში მოქმედ კომპანიას. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და განვითარ
---

# გეოდეზისტი

**Company:** AWARD  
**Location:** თბილისი  
**Posted:** 2026-08-18  
**Apply by:** 2026-09-16

[Apply / View original posting](https://hr.ge/announcement/489582)

## Job description

AWARD წარმოადგენს ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების სფეროში მოქმედ კომპანიას. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის პოზიციაზე. პოზიციის დასახელება: გეოდეზისტი ორგანიზაცია: შპს ,,AWARD’’ მუდმივი სამუშაო ადგილი: კომპანიის მიმდინარე სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: 3,500–5,000 ლარი ხელზე ასაღები (NET), კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად. საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო შენატანი აღნიშნულ თანხას ემატება დამატებით. პოზიცია ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გეოდეზიური სამუშაოების სრულყოფილად წარმოებას, მათ შორის საგზაო სამუშაოებზე, მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციებზე, პარკებისა და კეთილმოწყობის პროექტებზე, სანიაღვრე და სხვა საინჟინრო ქსელებზე. ძირითადი მოვალეობები სამშენებლო ობიექტებზე გეოდეზიური სამუშაოების წარმოება; საპროექტო კოორდინატებისა და ნიშნულების ადგილზე გადატანა; გეოდეზიური საყრდენი ქსელისა და სამუშაო რეპერების მოწყობა და კონტროლი; ტოპოგრაფიული, საკონტროლო და საშემსრულებლო აზომვების წარმოება; გეოდეზიური მონაცემების დამუშავება; საპროექტო და ფაქტობრივი მონაცემების შედარება და გადახრების გამოვლენა; ღერძების, ნიშნულების, დახრილობებისა და სხვა საპროექტო პარამეტრების კონტროლი; მიწის სამუშაოების მოცულობების განსაზღვრისთვის საჭირო აზომვების წარმოება; გრძივი და განივი პროფილების მომზადება და კონტროლი; საპროექტო, ტექნიკურ და საშემსრულებლო დოკუმენტაციასთან მუშაობა; ობიექტის ინჟინრებთან, სამუშაოთა მწარმოებლებთან და ტექნიკურ სამსახურთან კოორდინაცია. საგზაო სამუშაოები გზის ღერძისა და საპროექტო ელემენტების ადგილზე დაკვალვა; გზის გრძივი და განივი პროფილების კონტროლი; მიწის ვაკისის საპროექტო ნიშნულების კონტროლი; ჭრილისა და ყრილის სამუშაოების გეოდეზიური უზრუნველყოფა; საფუძვლისა და ქვეფენის ნიშნულებისა და სისქეების კონტროლი; ბორდიურების, ტროტუარების, კიუვეტებისა და სხვა საგზაო ელემენტების დაკვალვა; ასფალტისა და სხვა საფარის მოწყობისას საპროექტო ნიშნულებისა და დახრილობების კონტროლი; შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი აზომვა და საშემსრულებლო მონაცემების მომზადება. მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციები სანიაღვრე, წყალმომარაგების, საკანალიზაციო, ელექტრო და სხვა მიწისქვეშა ქსელების დაკვალვა; მილსადენებისა და საკომუნიკაციო ტრასების ღერძების ადგილზე გადატანა; თხრილების საპროექტო ნიშნულებისა და სიღრმეების კონტროლი; მილების ძირის, ქანობისა და საპროექტო ნიშნულების კონტროლი; ჭების, კოლექტორების, კამერებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების ადგილმდებარეობისა და ნიშნულების განსაზღვრა; მიწისქვეშა კომუნიკაციების ფაქტობრივი მდებარეობის დაფიქსირება მათ დაფარვამდე; მოწყობილი ქსელების კოორდინატებისა და სიმაღლური ნიშნულების აზომვა; საშემსრულებლო სქემებისთვის საჭირო გეოდეზიური მონაცემების მომზადება. პარკები და კეთილმოწყობის სამუშაოები ტერიტორიის ვერტიკალური გეგმარების გეოდეზიური უზრუნველყოფა; საპროექტო ნიშნულებისა და ქანობების ადგილზე გადატანა; საფეხმავლო ბილიკების, მოედნების, ბორდიურების, კიბეებისა და სხვა კეთილმოწყობის ელემენტების დაკვალვა; სანიაღვრე სისტემებისა და ზედაპირული წყლის მიმართულებების ნიშნულების კონტროლი; გარე განათებისა და სხვა საინჟინრო ქსელების დაკვალვა; დასრულებული სამუშაოების ფაქტობრივი აზომვა და საპროექტო მონაცემებთან შესაბამისობის კონტროლი. საშემსრულებლო დოკუმენტაცია შესრულებული სამუშაოების გეოდეზიური აზომვების წარმოება; საშემსრულებლო ნახაზებისთვის საჭირო კოორდინატებისა და ნიშნულების მომზადება; ფაქტობრივი მდგომარეობის საპროექტო დოკუმენტაციასთან შედარება; აღმოჩენილი გადახრების დროული დაფიქსირება; შესრულებული სამუშაოების მოცულობების დასადასტურებლად საჭირო გეოდეზიური მონაცემების მომზადება; ტექნიკურ სამსახურთან საშემსრულებლო დოკუმენტაციის მომზადების კოორდინაცია; საველე და გეოდეზიური მონაცემების სისტემურად წარმოება და არქივირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები შესაბამისი პროფესიული ან უმაღლესი განათლება; სამშენებლო გეოდეზიაში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება; საგზაო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციებზე მუშაობის გამოცდილება; დაკვალვითი, საკონტროლო და საშემსრულებლო აზომვების დამოუკიდებლად წარმოების უნარი; კოორდინატებთან, ნიშნულებთან, გრძივ და განივ პროფილებთან მუშაობის უნარი; საპროექტო და ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი; გეოდეზიური მონაცემების დამუშავებისა და საშემსრულებლო მასალების მომზადების გამოცდილება. პროგრამული და ტექნიკური ცოდნა Total Station-თან მუშაობის გამოცდილება; GNSS/GPS მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება; ნიველირთან მუშაობის გამოცდილება; AutoCAD-ის ცოდნა; შესაბამის გეოდეზიურ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება. უპირატესობად ჩაითვლება გზებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის გამოცდილება; სანიაღვრე, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელების მოწყობის გამოცდილება; პარკებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; გარე საინჟინრო ქსელებისა და კომუნიკაციების მშენებლობის გამოცდილება; მიწის სამუშაოების მოცულობების დათვლის გამოცდილება; სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობის გამოცდილება. თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოთხოვნილი დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge ( ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ: გეოდეზისტი) შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 18/09/2026. გისურვებთ წარმატებას!

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"JobPosting","title":"გეოდეზისტი","description":"<p>AWARD წარმოადგენს ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების სფეროში მოქმედ კომპანიას. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის პოზიციაზე. პოზიციის დასახელება: გეოდეზისტი ორგანიზაცია: შპს ,,AWARD’’ მუდმივი სამუშაო ადგილი: კომპანიის მიმდინარე სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: 3,500–5,000 ლარი ხელზე ასაღები (NET), კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად. საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო შენატანი აღნიშნულ თანხას ემატება დამატებით. პოზიცია ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გეოდეზიური სამუშაოების სრულყოფილად წარმოებას, მათ შორის საგზაო სამუშაოებზე, მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციებზე, პარკებისა და კეთილმოწყობის პროექტებზე, სანიაღვრე და სხვა საინჟინრო ქსელებზე. ძირითადი მოვალეობები სამშენებლო ობიექტებზე გეოდეზიური სამუშაოების წარმოება; საპროექტო კოორდინატებისა და ნიშნულების ადგილზე გადატანა; გეოდეზიური საყრდენი ქსელისა და სამუშაო რეპერების მოწყობა და კონტროლი; ტოპოგრაფიული, საკონტროლო და საშემსრულებლო აზომვების წარმოება; გეოდეზიური მონაცემების დამუშავება; საპროექტო და ფაქტობრივი მონაცემების შედარება და გადახრების გამოვლენა; ღერძების, ნიშნულების, დახრილობებისა და სხვა საპროექტო პარამეტრების კონტროლი; მიწის სამუშაოების მოცულობების განსაზღვრისთვის საჭირო აზომვების წარმოება; გრძივი და განივი პროფილების მომზადება და კონტროლი; საპროექტო, ტექნიკურ და საშემსრულებლო დოკუმენტაციასთან მუშაობა; ობიექტის ინჟინრებთან, სამუშაოთა მწარმოებლებთან და ტექნიკურ სამსახურთან კოორდინაცია. საგზაო სამუშაოები გზის ღერძისა და საპროექტო ელემენტების ადგილზე დაკვალვა; გზის გრძივი და განივი პროფილების კონტროლი; მიწის ვაკისის საპროექტო ნიშნულების კონტროლი; ჭრილისა და ყრილის სამუშაოების გეოდეზიური უზრუნველყოფა; საფუძვლისა და ქვეფენის ნიშნულებისა და სისქეების კონტროლი; ბორდიურების, ტროტუარების, კიუვეტებისა და სხვა საგზაო ელემენტების დაკვალვა; ასფალტისა და სხვა საფარის მოწყობისას საპროექტო ნიშნულებისა და დახრილობების კონტროლი; შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი აზომვა და საშემსრულებლო მონაცემების მომზადება. მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციები სანიაღვრე, წყალმომარაგების, საკანალიზაციო, ელექტრო და სხვა მიწისქვეშა ქსელების დაკვალვა; მილსადენებისა და საკომუნიკაციო ტრასების ღერძების ადგილზე გადატანა; თხრილების საპროექტო ნიშნულებისა და სიღრმეების კონტროლი; მილების ძირის, ქანობისა და საპროექტო ნიშნულების კონტროლი; ჭების, კოლექტორების, კამერებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების ადგილმდებარეობისა და ნიშნულების განსაზღვრა; მიწისქვეშა კომუნიკაციების ფაქტობრივი მდებარეობის დაფიქსირება მათ დაფარვამდე; მოწყობილი ქსელების კოორდინატებისა და სიმაღლური ნიშნულების აზომვა; საშემსრულებლო სქემებისთვის საჭირო გეოდეზიური მონაცემების მომზადება. პარკები და კეთილმოწყობის სამუშაოები ტერიტორიის ვერტიკალური გეგმარების გეოდეზიური უზრუნველყოფა; საპროექტო ნიშნულებისა და ქანობების ადგილზე გადატანა; საფეხმავლო ბილიკების, მოედნების, ბორდიურების, კიბეებისა და სხვა კეთილმოწყობის ელემენტების დაკვალვა; სანიაღვრე სისტემებისა და ზედაპირული წყლის მიმართულებების ნიშნულების კონტროლი; გარე განათებისა და სხვა საინჟინრო ქსელების დაკვალვა; დასრულებული სამუშაოების ფაქტობრივი აზომვა და საპროექტო მონაცემებთან შესაბამისობის კონტროლი. საშემსრულებლო დოკუმენტაცია შესრულებული სამუშაოების გეოდეზიური აზომვების წარმოება; საშემსრულებლო ნახაზებისთვის საჭირო კოორდინატებისა და ნიშნულების მომზადება; ფაქტობრივი მდგომარეობის საპროექტო დოკუმენტაციასთან შედარება; აღმოჩენილი გადახრების დროული დაფიქსირება; შესრულებული სამუშაოების მოცულობების დასადასტურებლად საჭირო გეოდეზიური მონაცემების მომზადება; ტექნიკურ სამსახურთან საშემსრულებლო დოკუმენტაციის მომზადების კოორდინაცია; საველე და გეოდეზიური მონაცემების სისტემურად წარმოება და არქივირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები შესაბამისი პროფესიული ან უმაღლესი განათლება; სამშენებლო გეოდეზიაში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება; საგზაო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციებზე მუშაობის გამოცდილება; დაკვალვითი, საკონტროლო და საშემსრულებლო აზომვების დამოუკიდებლად წარმოების უნარი; კოორდინატებთან, ნიშნულებთან, გრძივ და განივ პროფილებთან მუშაობის უნარი; საპროექტო და ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი; გეოდეზიური მონაცემების დამუშავებისა და საშემსრულებლო მასალების მომზადების გამოცდილება. პროგრამული და ტექნიკური ცოდნა Total Station-თან მუშაობის გამოცდილება; GNSS/GPS მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება; ნიველირთან მუშაობის გამოცდილება; AutoCAD-ის ცოდნა; შესაბამის გეოდეზიურ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება. უპირატესობად ჩაითვლება გზებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის გამოცდილება; სანიაღვრე, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელების მოწყობის გამოცდილება; პარკებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; გარე საინჟინრო ქსელებისა და კომუნიკაციების მშენებლობის გამოცდილება; მიწის სამუშაოების მოცულობების დათვლის გამოცდილება; სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობის გამოცდილება. თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოთხოვნილი დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge ( ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ: გეოდეზისტი) შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 18/09/2026. გისურვებთ წარმატებას!</p>","identifier":{"@type":"PropertyValue","name":"TechGeo","value":"489582"},"url":"https://techgeo.ge/job/geodezisti-6305be2","jobLocation":{"@type":"Place","address":{"@type":"PostalAddress","addressLocality":"თბილისი","addressCountry":"GE"}},"hiringOrganization":{"@type":"Organization","name":"AWARD"},"directApply":false,"datePosted":"2026-08-18","validThrough":"2026-09-16T23:59:59+04:00","employmentType":"FULL_TIME"}
```
