TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გეოდეზისტი

გეოდეზისტი

ბლექ სი გრუპი Georgia ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

კომპანიის შესახებ: ჩვენი კომპანია, როგორც გენერალური კონტრაქტორი, ასრულებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 2005 წლიდან დღემდე კომპანიას წარმატებით შესრულებული აქვს მრავალი ფართომასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში. კომპანიის ბიზნესმიმართულებებში შედის: გზებისა და ხიდების, აეროდრომების, ენერგოობიექტების, საზღვაო ობიექტების, სამთო საბაგიროების და შერეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პროექტების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, ვეძებთ პასუხისმგებლობიან და კვალიფიციურ გეოდეზისტს , რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს კომპანიის მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტების სრულ გეოდეზიურ მხარდაჭერას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სამშენებლო ობიექტზე სრული გეოდეზიური მხარდაჭერისა და საინჟინრო კონტროლის უზრუნველყოფა ** საპროექტო ღერძების, ნიშნულებისა და კოორდინატების მაღალი სიზუსტით ადგილზე გადატანა ** მიწის სამუშაოების, ნაგებობებისა და საინჟინრო კონსტრუქციების გეოდეზიური მონიტორინგი ** ტოპოგრაფიული და საკონტროლო-საშემსრულებლო აზომვების წარმოება შესაბამისი ხელსაწყოებით ** შესრულებული სამუშაოების მოცულობების ზუსტი განსაზღვრა ** აზომვითი მონაცემების დამუშავება და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება ** პროექტის საინჟინრო ჯგუფთან, მენეჯმენტთან და ტექნიკურ პერსონალთან მუდმივი კოორდინაცია განათლება და კვალიფიკაცია: ** უმაღლესი განათლება გეოდეზიის, მშენებლობის ან მომიჯნავე ტექნიკური მიმართულებით ** ინფრასტრუქტურულ (გზები, ხიდები, გვირაბები, აეროდრომები) პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება ** თანამედროვე გეოდეზიური ხელსაწყოების (Total Station, GNSS/GPS) გამოყენების გამოცდილება პიროვნული უნარები: ** დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და საქმისადმი პროფესიული მიდგომა ** გუნდური მუშაობისა და კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა რას გთავაზობთ: ** შესაძლებლობას იმუშაოთ მასშტაბურ და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ** საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო სტანდარტების პრაქტიკაში შესწავლისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას ** კონკურენტულ ანაზღაურებას (კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად) დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "გეოდეზისტი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.