ღამის დაცვა
Job description
კომპანია "DG ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ღამის დაცვის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: ცვლა სამ დღეში ერთხელ, 19:00-დან 10:00 საათამდე. ფუნქცია-მოვალეობები: ** ოფისის შიდა და გარე პერიმეტრის თვალყურის დევნება; ** ობიექტზე შემოსული სტუმრების შესახებ შესაბამისი თანამშრომლების ინფორმირება; ** გარე პარკინგის კონტროლი; ** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სამუშაოსთან დაკავშირებული დავალებების შესრულება. მოთხოვნები: ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი; ** გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "DG ჰოლდინგმა" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გისურვებთ წარმატებას!