TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ღამის მოლარე-კონსულტანტი

ღამის მოლარე-კონსულტანტი

მულტი თბილისი ქართული
Posted Jul 22, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

"ბიბლუსი ჯგუფი"-ს შვილობილი კომპანია - შპს " მულტი " აცხადებს ვაკანსიას ღამის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თემქის ფილიალში. "მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს. სამუშაო ადგილი: თემქა 11მ/რ 3კვ. სამუშაო გრაფიკი: 23:00 – 08:00 სთ. ყოველ მეორე დღეს (2 საათი შესვენება ცვლის დროს). ძირითადი მოვალეობები: მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება; მომხმარებლისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა; ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება; სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება. მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; მეგობრულ სამუშაო გარემოს; მზარდ საბონუსე სისტემას; ჯანმრთელობის დაზღვევას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელმისამართზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი თემქა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!