ღამის ოპერატორი
Job description
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ღამის ოპერატორის პოზიციაზე. სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5 სამუშაო განაკვეთი: მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს, სამუშაო საათები 20:00 -09:00 ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: ცხელ ხაზზე შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი სტანდარტის მიხედვით და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფა; არსებული და პოტენციური კლიენტებისათვის სადაზღვევო პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება კომპეტენციის ფარგლებში; სადაზღვევო ანაზღაურებისათვის ინსტრუქციის გაცემა სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით; მზღვეველის პროვაიდერ კლინიკებში, დაზღვეულის მხრიდან სამედიცინო მომსახურების მოთხოვნის დაფიქსირება (საგარანტიო წერილი, მიმართვა, ანაზღურება), დაზღვეულისათვის სადაზღვევო პირობების გათვალისწინებით ინფორმაციის მიწოდება და, საჭიროებისამებრ, აღნიშნული მოთხოვნის ელექტრონული დაფიქსირება; წინასწარი ავტორიზაციას დაქვემდებარებული საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცემა და მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; ზარალების შესახებ შეტყობინების მიღება, შესაბამის უფლებამოსილ განყოფილებებზე/პირებზე ინფორმაციის გადაცემა, პროგრამულად (IBF) დაფიქსირება და ელექტრონულად მიწოდება წინასწარ განსაზღვრულ საკონტაქტო პირებთან; ვიზიტების პროგრამულად (ე.წ. „ბუქინგის პროგრამა“) დაგეგმვა ოჯახის ექიმებთან / სპეციალისტებთან/ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე პროვაიდერ კლინიკებში; საჭიროებისამებრ პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტების სატელეფონო შეთავაზება და აღრიცხვა, ხოლო პოტენციური კლიენტების მხრიდან სურვილის ან დაინტერესების შემთხვევაში, ინფორმაციის გაყიდვების დეპარტამენტისთვის გადაცემა ელექტრონული ფოსტის საშუალებით; შიდა ზარების რეგულირება, კერძოდ, ისეთი საკითხების გადაცემა სხვა უფლებამოსილი განყოფილებისთვის, რომელიც სცილდება ასისტანსის განყოფილების ფუნქციებს და/ან მოვალეობებს; მომხმარებლის კმაყოფილების ხარისხის შეფასება სხვადასხვა ფორმის სატელეფონო გამოკითხვის საშუალებით და შესაბამისი ფორმის წარმოება ; გამოტოვებულ ზარებზე უკუკავშირის უზრუნველყოფა; რას ვითხოვთ: უმაღლესი ან არასრული უმაღლესი სამედიცინო განათლება; 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში; საოფისე პროგრამების ცოდნა; რას გთავაზობთ: საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად; ჯანმრთელობის დაზღვევას; ულიმიტო სასაუბრო დროს; გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off); კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას; ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/4Eax