TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ღამის ცვლის ადმინისტრატორი

ღამის ცვლის ადმინისტრატორი

სასტუმრო ილიანი Georgia ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

სასტუმრო "ილიანი" იწვევს ენერგიულ და პასუხისმგებლიან კანდიდატებს ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ვაკანსია იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მუშაობისა და სწავლის შეთავსება. სამუშაო პირობები: ** გრაფიკი: კვირაში 3 ან 4 ღამე (საღამოს -18:00 დან - დილის 09:30-მდე); ** ანაზღაურება: თითო მორიგეობა 50 ლარი - თვეში 600-800 ლარი (ხელზე ასაღები) + ჩაი; ** გარემო: მშვიდი და მყუდრო სამუშაო პირობები, თავისუფალი დროის სწავლისთვის გამოყენების შესაძლებლობით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური ენის ფლობა (თავისუფალი საუბარი); ** რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე); ** საოფისე პროგრამების (MS Word, Excel) ფლობა; ** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, სამუშაო ეთიკის დაცვა და პოზიტიურობა. ** ხალხთან პოზიტიური კომუნიკაციის უნარი. დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად. თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს და თქვენთვის მისაღებია შემოთავაზებული სამუშაო გრაფიკი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: [email protected] .