ღამის ცვლის აუდიტორ-ის თანამშრომელი
Job description
ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო ibis Tbilisi City აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის აუდიტორ-ის თანამშრომლი ს პოზიციაზე რას გააკეთებ? ღამის ცვლის აუდიტორის (Night Auditor) მოვალეობები: სასტუმროში სტუმრის მიღება-განთავსება (Check-in / Check-out); ჯავშნებისა და სტუმრების მონაცემების სისტემაში ზუსტი მართვა Opera Cloud-ში; ნომრების ხელმისაწვდომობისა და ტარიფების მონიტორინგი; სასტუმროში არსებული ყველა სერვისის შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება და სტუმრებთან აქტიური კომუნიკაცია; ყოველდღიური Night Audit-ის შესრულება და ფინანსური ანგარიშების დახურვა;სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია; სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით; დილით საუზმის გაშლისა და სტუმრების მისაღებად სივრცის მომზადების უზრუნველყოფა. რას ვითხოვთ? ძირითადი მოთხოვნები: სასტუმროში მუშაობის გამოცდილება,ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; Opera Cloud-ის ცოდნა; უნარები: გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. რას გთავაზობთ? ჯანმრთელობის დაზღვევას; კვებას; ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს; მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; ACCOR-ის თანამშრომლის ფასდაკლებები მსოფლიოს მასშტაბით სასტუმროებსა და რესტორნებში. სამუშაო პირობები სამუშაო ადგილი: ibis Tbilisi City, ვ. წითლანაძის ქ. №1, თბილისი; სამუშაო გრაფიკი: 2/2, 12-საათიანი ღამის ცვლები. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე. წარმატებებს გისურვებთ!