ღამის ცვლის აუდიტორი
Job description
"ACCOR ჯგუფის" წევრი სასტუმრო " ibis Tbilisi City " აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის აუდიტორის პოზიციაზე სამუშაო პირობები ** სამუშაო ადგილი: "ibis Tbilisi City", ვ. წითლანაძის ქ. №1, თბილისი; ** სამუშაო გრაფიკი: 2/2, 12-საათიანი ღამის ცვლები. რას გააკეთებ? ღამის ცვლის აუდიტორის (Night Auditor) მოვალეობები: ** სასტუმროში სტუმრის მიღება-განთავსება (Check-in / Check-out); ** ჯავშნებისა და სტუმრების მონაცემების სისტემაში ზუსტი მართვა Opera Cloud-ში; ** ნომრების ხელმისაწვდომობისა და ტარიფების მონიტორინგი; ** სასტუმროში არსებული ყველა სერვისის შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება და სტუმრებთან აქტიური კომუნიკაცია; ** ყოველდღიური Night Audit-ის შესრულება და ფინანსური ანგარიშების დახურვა;სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია; ** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით; ** დილით საუზმის გაშლისა და სტუმრების მისაღებად სივრცის მომზადების უზრუნველყოფა. რას ვითხოვთ? ძირითადი მოთხოვნები: ** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; ** Opera Cloud-ის ცოდნა უნარები: ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. რას გთავაზობთ? ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებას; ** ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს; ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; ** ACCOR-ის თანამშრომლის ფასდაკლებები მსოფლიოს მასშტაბით სასტუმროებსა და რესტორნებში. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთ ხსენებულ ელფოსტაზე. წარმატებას გისურვებთ!