TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ღამის ცვლის მოლარე ოქროს ექსპერტ-შემფასებელი

ღამის ცვლის მოლარე ოქროს ექსპერტ-შემფასებელი

ლიდერ კრედიტი Georgia ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია " ლიდერ კრედიტი " წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს. შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს! შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის მოლარე ოქროს ექსპერტ-შემფასებლის (რეზერვის) პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ სამუშაო საათები: 18:30-09:30 სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთავი , ქობულეთი ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს: ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარით; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით; ** დამარწმუნებელი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარით; ** გუნდურს; ** უმაღლესი განათლებით ან სტუდენტს, სასურველია საბანკო, საფინანსო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; ** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად; ** ძვირფასი ლითონების შეფასების სპეციფიკის ცოდნა (შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა) ჩაითვლება უპირატესად; ** აუცილებელია, ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება; ** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურება; ** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება; ** სალომბარდე სესხის გაცემა; ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარიდან ფიქსირებული ანაზღაურების შეთავაზება ხდება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების გათვალისწინებით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი. შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს. დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge მნიშვნელოვანი შეტყობინება: გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა. თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: [email protected] გისურვებთ წარმატებას!