TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ღამის ცვლის მოლარე ოქროს ექსპერტ-შემფასებლის / რეზერვი

ღამის ცვლის მოლარე ოქროს ექსპერტ-შემფასებლის / რეზერვი

ლიდერ კრედიტი თბილისი, რუსთავი, ქობულეთი hr.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 15, 2026

Job description

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს. შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს! შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის მოლარე ოქროს ექსპერტ-შემფასებლის (რეზერვის) პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ სამუშაო საათები: 18:30-09:30 სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთავი, ქობულეთი ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს: სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარით; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით; დამარწმუნებელი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარით; გუნდურს; უმაღლესი განათლებით ან სტუდენტს, სასურველია საბანკო, საფინანსო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად; ძვირფასი ლითონების შეფასების სპეციფიკის ცოდნა (შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა) ჩაითვლება უპირატესად; აუცილებელია, ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება; მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურება; ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება; სალომბარდე სესხის გაცემა; ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარიდან ფიქსირებული ანაზღაურების შეთავაზება ხდება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების გათვალისწინებით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 15 ივლისი შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს. დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge მნიშვნელოვანი შეტყობინება: გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა. თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: [email protected] გისურვებთ წარმატებას!