TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ღვინის კონსულტანტი

ღვინის კონსულტანტი

8000 მოსავალი Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 26, 2026 6 days ago apply by Jul 26, 2026

Job description

ღვინის მაღაზია/ბარი " 8000 მოსავალი " აცხადებს ვაკანსიას ღვინის კონსულტანტის პოზიციაზე, ქ. თბილისში. ვინ ვართ ჩვენ: "8000 მოსავალი" არის ქართული ღვინის მაღაზია/ბარი, სადაც წარმოდგენილია დამოუკიდებელი კომისიის მიერ ფარული დეგუსტაციის წესით შერჩეული ღვინოები. დღეს ჩვენს კოლექციაში 2000-მდე რჩეული ქართული ღვინოა. ჩვენს ბარში სტუმრებს შეუძლიათ ღვინის შეძენა მაღაზიის თაროს ფასად და მისი დაგემოვნება ღვინოსთან იდეალურად შეხამებულ ცივ ხემსთან ერთად. სივრცე შექმნილია იმისთვის, რომ ღვინო იყოს გააზრებული სიამოვნება და არა უბრალოდ სასმელი. აქტიურად ვატარებთ საგანმანათლებლო და თემატურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ღვინის შესახებ ცოდნის გაზრდა და ღვინის სმის მართებული კულტურის ჩამოყალიბება საზოგადოებაში. ჩვენი მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო. ამ ეტაპზე "8000 მოსავალი" 6 მაღაზია/ბარს და ონლაინ მაღაზიას აერთიანებს. რას გთავაზობთ ჩვენთან დასაქმებისას: ** მუშაობას გუნდში, რომელიც საერთო ხედვითა და ღირებულებებით არის გაერთიანებული; ** ღვინის რეგულარულ დაგემოვნებას და ღვინის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას; ** FitPass-ის აბონიმენტს შეღავათიანი პირობებით. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა ქართული ღვინის შესახებ და ინდივიდუალური რეკომენდაციების შეთავაზება; ** სტუმრების გემოვნების მიხედვით ღვინის შერჩევაში დახმარება; ** ღვინოსთან შეხამებული ცივი ხემსის შეთავაზება; ** მაღაზიაში წარმოდგენილი ასორტიმენტის ცოდნა და პროდუქტის პრეზენტაცია; ** სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები: ** ქართული ღვინის სფეროს მიმართ მაღალი ინტერესი და საბაზისო ცოდნა; ** მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარები; ** გაყიდვებზე და სტუმრის დადებით გამოცდილებაზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდურად მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ინტენსიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი; ** ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართულად საუბარი; ** სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, თუმცა არა აუცილებელი. სამუშაო გრაფიკი: არასრული - კვირაში 5 დღე 20:00-დან 01:00-მდე სრული - კვირაში 5 დღე 17:00-დან 01:00-მდე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ "კონსულტანტი". გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე/CV შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, რომლის გადმოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ქართული ღვინის კოოპაერაცია"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე - გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელიც შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადისა. გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების მოთხოვნის უფლებით, რისთვისაც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის სატელეფონო ნომერზე ან მოგვწეროთ ელ-ფოსტა. შპს "ქართული ღვინის კოოპერაცია" აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.