ღვინის კონსულტანტი
Job description
" Wine Not? " აცხადებს ვაკანსიას ღვინის კონსულტანტის პოზიციაზე პეტრიაშვილის ფილიალში. მოთხოვნები: ** სერვისის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ** სარესტორნო პროგრამების ცოდნა, კერძოდ FINA ** ღვინის მიმართულებით აკადემიური განათლება ** სასურველია ღვინის სფეროში მუშაობის გამოცდილება ** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა პასუხისმგებლობები: ** სტუმრისთვის სასურველი ღვინის შეთავაზება ** სტუმრების მომსახურება ** საჭიროების შემთხვევაში დეგუსტაციების ჩატარება ** სამუშაო პროცესის სარესტორნო პროგრამა FINA-ში ასახვა ** მენეჯმენტთან ყოველდღიური ანგარიშგება/რეპორტინგი ** გამოძახების აპლიკაციების კონტროლი ყოველდღიური მუშაობის რეჟიმში ** საჭიროების შემთხვევაში ღვინის მიღება და თაროებზე განთავსება ** მენეჯერის სხვა მითითებების შესრულება. უპირატესობები: ** ღვინის დეგუსტაციებში მონაწილეობა ** ღვინის დაგემოვნების მიმართულებით ტრენინგების გავლა ** სხვადასხვა მცირე, საშუალო თუ დიდი მეღვინეების/კომპანიების ღვინის გაცნობა ** ღვინის სფეროში კონტაქტების მოგროვება ** Wine Not?-ის მეგობრული გუნდის წევრობა ** როგორც Wine Not?-ის გუნდის წევრი, ორივე ფილიალში ფასდაკლებებით სარგებლობა ** პერიოდულად სხვადასხვა საინტერესო პროექტში მონაწილეობის მიღება ** ღვინის სფეროში არსებული ბაზრის საფუძვლიანად შესწავლა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ CV: [email protected]