---
title: ღვინის მაღაზიის კონსულტანტი
description: ღვინის მაღაზია-ბარი "მეღვინე • Meghvine" აცხადებს ვაკანსიას ღვინის მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე. ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და გაყიდვებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც აინტერესებს ღვინ
---

# ღვინის მაღაზიის კონსულტანტი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-08-25  
**Apply by:** 2026-09-25

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=747721)

## Job description

ღვინის მაღაზია-ბარი "მეღვინე • Meghvine" აცხადებს ვაკანსიას ღვინის მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე. ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და გაყიდვებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც აინტერესებს ღვინო და მომხმარებელთან ურთიერთობა. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლებისთვის ღვინისა და სხვა პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა; ** მომხმარებლის საჭიროებისა და გემოვნების მიხედვით ღვინის შერჩევაში დახმარება; ** ღვინისა და მაღაზიაში არსებული ასორტიმენტის პრეზენტაცია და გაყიდვა; ** მომხმარებელთა ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება; ** მაღაზიაში პროდუქციის მოწესრიგებისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა; ** სალაროსთან და გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული ყოველდღიური ოპერაციების შესრულება; ** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კომუნიკაბელურობა და სასიამოვნო კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა; ** გაყიდვებზე ორიენტირებულობა და აქტიურობა; ** ღვინის სფეროს ცოდნა ან გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები: ** სამუშაო დღეები: თვეში 16 სამუშაო დღე ** სამუშაო საათები: 14:00 - 23:00 ** ფიქსირებული ანაზღაურება: 800 ლარი თვეში ** ბონუსი: ნავაჭრის 10% ** დამატებითი შემოსავალი: თიფსი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: 8000history@gmail.com შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება დამატებითი გასაუბრებისთვის.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
