გიდი, მოლარე, დიასახლისი
Job description
" შუმი ესთეითი " კახეთში, წინანდალში აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: 1. გიდი (ინგლისურენოვანი / რუსულენოვანი) თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ღვინის კულტურა და გსურთ იმუშაოთ პროფესიონალურ და მეგობრულ გარემოში, შემოგვიერთდით! მოვალეობები: ** სტუმრების მიღება და მასპინძლობა; ** ღვინის ტურის ჩატარება; ** ღვინის დეგუსტაციების პროფესიონალურად წარმართვა; ** სტუმრებისთვის ქართული ღვინის, ისტორიისა და კულტურის გაცნობა; ** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (ინგლისურენოვანი გიდის პოზიციისთვის); ** რუსული ენის თავისუფლად ფლობა (რუსულენოვანი გიდის პოზიციისთვის); ** დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრეზენტაციის უნარი; ** სტუმარზე ორიენტირებული დამოკიდებულება. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ გუნდსა და საინტერესო სამუშაო პროცესს. 2. მოლარე (რესტორანში) მოვალეობები: ** სტუმრების ანგარიშსწორების პროცესის მართვა; ** სალარო ოპერაციების სწორად და დროულად განხორციელება; ** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება; ** სალაროს დოკუმენტაციის მოწესრიგება; ** სტუმრების პროფესიონალური და თავაზიანი მომსახურება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია; ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სიზუსტე, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის კარგი უნარები; ** გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** მეგობრულ გუნდსა და განვითარების შესაძლებლობას. 3. დიასახლისი თუ ხართ მოწესრიგებული, პასუხისმგებლობიანი და ყურადღებიანი, გიწვევთ ჩვენს გუნდში. მოვალეობები: ** ტურისტული კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული შიდა და გარე სივრცეების სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა; ** მუზეუმის, მარნის, ადმინისტრაციული და საერთო სივრცეების დალაგება-მოწესრიგება; ** სამუშაო სივრცეების ჰიგიენური სტანდარტების დაცვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სისუფთავისა და წესრიგის დაცვის მაღალი სტანდარტი; ** პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე 551080401