გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის კოორდინატორი
Job description
სსიპ "ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის კოორდინატორის (შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე) პოზიციაზე. სსიპ "ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი" 2014 წლიდან ახორციელებს აივ შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამებს. ვაკანტური თანამდებობა: გლობალური ფონდის პროგრამების გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის კოორდინატორი (შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე) სამუშაო განაკვეთი: სრული ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1 (ერთი) ანაზღაურება: შეთანხმებით განცხადების ვადა: 16.07.2026-25.07.2026 მდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #99 ელფოსტა: [email protected] ტელეფონი: 116001 საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ეპიდემიოლოგიის, ჯანდაცვის პოლიტიკის/მართვის, გლობალური ჯანმრთელობის ან სხვა შესაბამისი სპეციალობით; ** არანაკლებ 1 წელი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭებათ ადამიანის უფლებების დაცვის, მოწყვლად, აივ საკვანძო პოპულაციებთან მუშაობის, საერთაშორისო პროექტების ფარგლებში სამუშაო გამოცდილების მქონე პირებს); ** საინფორმაციო სისტემებისა და მონაცემთა დამუშავების ცოდნა; ** სამუშაო გამოცდილება პროექტის მართვის სფეროში; ** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა (ზეპირი და წერილობითი). უნარ-ჩვევები: ** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება; ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** კომუნიკაბელურობა და ანგარიშგების კარგი უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მაღალი ორგანიზაციული კულტურა; ** დისციპლინირებულობა და საიმედობა. ** კონფლიქტების მართვის უნარი; ** ლიდერობა. ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: ფუნქციები და პასუხისმგებლობები: ** პროგრამის განხორციელების გეგმის ყოველთვიური ან/და კვარტალური მონიტორინგი გრაფიკის, მიზნების და ბიუჯეტის მიხედვით; ** მიღებული შედეგების შეფასება, შედარება გეგმასთან და შესაბამისი ანგარიშის მომზადება; ** პროგრამის ფარგლებში შესასყიდი მარაგების რაოდენობების განსაზღვრა და შესყიდული მარაგების ეფექტიანი ხარჯვის მონიტორინგი დასახულ სამიზნეებთან მიმართებით; ** მომსახურების მიმწოდებლების ანგარიშების შეგროვება და განხილვა; მომსახურების მიმწოდებლების ანგარიშების კონსოლიდაციის ზედამხედველობა; ** შედეგების მიზნებთან შედარების შეფასება წინასწარ შემუშავებული ინსტრუმენტის გამოყენებით და ანგარიში აივ/შიდსის კომპონენტის შერჩეული მომსახურებისათვის; ** პერიოდულად ადგილზე ვიზიტები პროგრამის მენეჯერსა და მონიტორინგის ოფიცერთან კოორდინაციით; პროგრამის განმახორციელებლებთან ინფორმაციის უკუკავშირის უზრუნველყოფა; ** ანგარიშგების პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრის ხელშეწყობა; ** პროგრამის განხორციელების საკითხებზე სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების ორგანიზება, შეფასების აქტივობების კოორდინირება; ** დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა; ** ერთიანი ანგარიშისთვის საჭირო მონაცემების შეგროვება და გაზიარება ** გარე აუდიტორებისა და ადგილობრივი ფინანსური აგენტის ხელშეწყობა მათი მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად; ** პროგრამის საჭიროებებიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება. კონკურსის ეტაპები: ** განცხადებების გადარჩევა; ** გასაუბრება ქართულ და ინგლისურ ენებზე; ** საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემის საფუძველზე. შენიშვნა: შრომითი ხელშეკრულების გაფორმება დაგეგმილია შერჩევის პროცესის დასრულებიდან 2 (ორი) კვირის განმავლობაში. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ: გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტაცია შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] . ** რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენებზე; ** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (დიპლომი); ** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები: შრომის წიგნაკი ან ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ; ** მიუთითეთ რეკომენდატორის გვარი და სახელი, თანამდებობა, ელ. ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი. გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ ელექტრონული ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. კონკურსი ცხადდება პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით. გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.